12 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში G ჯგუფში დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა.
ამ ჯგუფში ყველაფერი გარდა ევროპა ლიგაზე გამსვლელისა გარკვეული იყო და შეხვედრებს ინტრიგა თითქმის დაკარგული ჰქონდა. ალბათ, ამიტომაც დასრულდა ალოგიკური ანგარიშებით.
ცსკა-მ მადრიდში "რეალი" 3:0 დაამარცხა და მაინც ბოლო ადგილზე გავიდა, რადგან "პლზენმა" საკუთარ მოედანზე "რომას" 2:1 სძლია.
პირველი ადგილი "რეალმა" დაიკავა, მეორე "რომამ", მესამეზე კი "პლზენი" გავიდა და ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას.
აქამდე ევროტურნირებზე სახლში ჩატარებული 252 მატჩიდან "რეალი" არც ერთში არ დამარცხებულა გამანადგურებელი ანგარიშით.
მადრიდი.
"სანტიაგო ბერნაბეუ". 51 636 მაყურებელი
რეალი - ცსკა 0:3
გოლები: 0:1 ჩალოვი (37), 0:2 შენიკოვი (43), 0:3 სიგურდსონი (73)
პლზენი. "დოოსან არენა". 11 217 მაყურებელი
პლზენი - რომა 2:1
გოლები: 1:0 კოვარიკი (62), 1:1 უნდერი (68), 2:1 ჩორი (72)
გაძევება: პელეგრინი (90+2)