დიეგო სიმეონე: რატომ მოვიკიდე კვერცხებზე ხელი? - კვერცხები გვაქვს, დიდი კვერცხები!

AutoSharing Option
"იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ "ატლეტიკოს" მწვრთნელი დიეგო სიმეონე სიხარულისგან კინაღამ ჭკუიდან გადავიდა და პრესკონფერენციაზეც ძალიან ემოციურად ილაპარაკა.

"რატომ გავაკეთე ეს ჟესტი? იმიტომ, რომ კვერცხები გვაქვს, დიდი კვერცხები. ეს ფეხბურთელობის დროსაც გავაკეთე. ვაღიარებ, არ გამომივიდა ლამაზად. თუ ვინმეს ვაწყენინე, ბოდიშს ვუხდი.

ერთი თვის უქმობის შემდეგ, რომ კოკე და კოსტა მეთამაშებინა, ამისათვის კვერცხებია საჭირო. მე ისინი ვათამაშე.

ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოიგო, მაგრამ ყველაზე მეტად დიდი გუნდის დამარცხება გამახსოვრდება. ეს ყველაზე მაგარია.

ვიდეოგამეორება? იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი სამართლიანად მოხდა, მაგრამ
როდესაც 187 სანტიმეტრი ხარ და ასეთივე წონა გაგაჩნია და მცირე შეხებით ეცემი, ეს მიუღებელია. კიელინიმ მაგრად გააფორმა ჯარიმა და დაეცა.

კოსტა ვათამაშე? ის არ იყო სათამაშოდ 100%-ით მზად. უნდა დააფასოთ მწვრთნელი, რომელიც მას ავარჯიშებს. ჩემზე უკეთ ჩემს ბიჭებს არავინ არ იცნობს".

altმასიმილიანო ალეგრი: არაფერიც არ დასრულებულა - გაიხსენეთ "რეალთან" მატჩი

altრონალდო თავს იმშვიდებს: მე ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ მოვიგე, "ატლეტიკომ" - ვერც ერთხელ

altდიეგო გოდინი: მსაჯის და ვიდეოგამეორების მიერ შექმნილი სირთულეები გადავლახეთ

altჯორჯო კიელინი: ასეთი წაგების შემდეგ მეოთხედფინალში გასვლა გაგვიჭირდება

მკითხველის კომენტარები / 13 /
ატლეტიკო თამაშობს მსოფლიოში ყველაზე არასანახაობრივ და ანტი ფეხბურთს, გოლი გააქვთ მხოლოდ კონტრშეტევაზე და სტანდარტულიდან და იმედად არიან გრიზმანის. ტურინში გამოჩნდება რამხელა კვერცხები გაქვს
ზიზუ
21 თებერვალი 2019 20:11
10
სიმეონეს კვერცხების რა გითხრათ, მაგრამ რონალდუ რა კვერცხიცაა გამოჩნდა... არც პლატინის დროს და არც ზიდანის დროს იუვე ერთ ფეხბურთელზე არ ყოფილა დამოკიდებული.. 9 დარტყმა აქედან 1 კარში! ჯერ ერთი უბედურება ისაა 11 ფეხბურთელიდან 14 დარტყმაში, 9 რომ ერთ ფეხბურთელზე მოდის, არავინ თქვას რომ მაგარია და იმიტომ აგროვებს ასეთ სტატისტიკასო.. პირიქით ბურთის ხურუშიანი მგონია მე! შემაზიზღა გუნდი რომელსაც ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდი! -მოხერხებაც ხომ უნდა 9-დან 1 გაუშვა 7 მეტრიან კარში..
ტორინო
21 თებერვალი 2019 18:08
3
ნეტავი ტორპედო მოუგებდეც იუვეს და ჩხეტიანის ასეთი მოქმედება თუ გამიტყდეს ჩემი დედა ......
zas.
21 თებერვალი 2019 17:57
5
ფუი შენს კაცობას და შენს დიდ კვერცხებს!
guka
21 თებერვალი 2019 17:40
5
სიმეონეს კვერცხები იქით იყოს და გააწამა რონალდუ ურუგვაიმ - ჯერ მსოფლიოზე და ახლა უკვე ლიგაზეც )))
vaxo
21 თებერვალი 2019 15:52
1
უძლიერესი მწვრთნელი ხარ,შეიძლება მოიგოთ კიდეც თასი,თანაც დამსახურებულად; შენი ემოციაც გასაგებია,იუვე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია დღეს-დღეობით,თუმცა მაინც არ მიმაჩნია მასეთი გამოხატვა გამართლებულად, პირადად შენ მაგრად არ გიხდება!
gio
21 თებერვალი 2019 13:32
2
სიმიონემ უკადრებელი იკადრა,ეს ყველაფერი მის ინტელექტზე მეტყველებს,ვიცით ის რა გოიმიცაა,მაგრამ ამ საქციელით მან თამასა თავის თავზე მაღლა ასწია და თუ მას ვერ გადაახტება იქ დამთავრდება მისი კარიერაც,აი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები და გთხოვთ ყველაფერი სწორად გაიგოთ,ატლეტიკოს მარცხის შემთხვევაში სიმიონეს კარიერა დასრულდება და მოუწევს არგენტინაში წაჩანჩალება,მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება,შეიძლება ამ ორთაბრძოლაში გამარჯვებულიც გამოვიდეს,მაგრამ დამარცხებაც არაა გამორიცხული,მათი მეტოქე ხომ იუვენტუსი და რონალდოა,აქ ყველაფერია ნათქვამი,ვნახოთ რა მოხდება,ვის გაუღიმებს ბედი.
roma
21 თებერვალი 2019 13:31
9
სუფთა ხიხოა. ფეხბურთის ცოდნა კულტურას არ სძენს ადამიანს. ამან მალე შეიძლება საცვლების ამარა ირბინოს
:)))))
21 თებერვალი 2019 12:45
4
სირცხვილი შენი დიეგო! არ ეკადრება შენნაირ პიროვნებას ასეთი ჟესტით სიხარულის გამოხატვა.
koba
21 თებერვალი 2019 11:26
6
ფრთხილად ეგ კვერცხები ტურინში უკან არ შეგტენონ
ასეც ხდება
21 თებერვალი 2019 11:18
23
შეტენიან უეჭველი
ზიზუ
21 თებერვალი 2019 12:46
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული