რა გასაკვირია, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "ატლეტიკოს" დამარცხების (3:0) შემდეგ, "იუვენტუსის" მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ჩინებულ ხასიათზე იყო და პრესკონფერენციაზე განვლილი თამაში გაარჩია.
"ბიჭები შესანიშნავად გაისარჯნენ. ეს პირველ მატჩშიც დავგეგმეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა. ამაზე ვიფიქრე და კორექტივები შევიტანე.
ამ მომენტს ყველა ძალიან ელოდა. ვიცოდით, შეხვედრა ნერვული იქნებოდა და ფეხბურთელებს სიმშვიდის შენარჩუნება დავავალე.
სპიცანოლამ მარცხენა ფლანგზე დაცვაში კარგად ითამაშა, ბერნარდესკიც დიდებული იყო. ვიცი, რამდენად კარგი მოთამაშეა და დღეს დიდი ნაბიჯი გადადგა წინ.
შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბრწყინვალედ ასპარეზობა გვმართებდა და ეს
შევძელით.
ვთქვი, რომ ლემარის მიერ პირველ ტაიმში გამოუყენებელი მომენტი გადამწყვეტი იყო და მისი დამსახურებით ვიმარჯვეთ.
ასეთივე შეგრძნება მქონდა მაშინ, როდესაც "რეალს" გასულ სეზონში მადრიდში ვერ გავუტანეთ გოლი. ბუფონმა ინსტაგრამით მოგვილოცა? მადლობა ჯიჯი, შენ ხომ "იუვენტუსის" ისტორია დაწერე. ჩვენ ვუყურეთ პსჟ-ს მატჩს და გული დაგვწყდა. შევეცდებით მადრიდში ჩასატარებელ ფინალზე მოვხვდეთ და ის თან წავიყვანოთ".