ნიკო კოვაჩი: "ლივერპულს" უნდა მივულოცოთ, მარცხი დავიმსახურეთ

AutoSharing Option
ფოტო: Skysports.com

13 მარტს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ დაპირისპირებაში "ლივერპულთან" მარცხის (1:3) შემდეგ "ბაიერნის" დამრიგებელმა აღიარა, რომ მათ წაგება დაიმსახურეს.

"ჩვენ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა და "ლივერპულს" და იუგენ კლოპს უნდა მივულოცოთ. ისინი ამ ორ შეხვედრაში უკეთესები იყვნენ და მარცხი დავიმსახურეთ. მეტოქე აქტიურად გვიტევდა და სივრცეს არ გვიტოვებდა. "ლივერპული" ევროპაში ერთი-ერთი საუკეთესოა. რაც შეგვეხება ჩვენ, ორ ტურნირზე ვართ და ჩვენი მიზანია, ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოვიგოთ", - განაცხადა Skysports.com-თან საუბრისას ნიკო კოვაჩმა.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის კენჭისყრა 15 მარტს გაიმართება.

altჩემპიონთა ლიგა.

1/8 ფინალი: გერმანული კლუბების ფიასკო და ინგლისელთა ზეობა [VIDEO]

altიურგენ კლოპი: ჩემი ბიჭები აღმერთებენ ამ ტურნირს - "დორტმუნდის" ფანები გავახარე

მკითხველის კომენტარები / 1 /
არსად დაგეკარგოთ ბუნდედლიგა. ან რათ გინდათ ეს ტიტული რომელმაც ყველანაირი ფასი დაკარგა. მასე გააგრძელეთ სხვა კლუბების დასუსტება და 2 წელში ლიგაზე 2 გუნდი გეყოლებათ. მალე საფრანფეთი გაგვისწრებს რეიტინგში. ძაან დასუსტდა გერმანული ფეხბურთი. აქცენტი გერმანელ მწვრთნელზე და ფეხბურთელებზე უნდა გაკეთდედ. მერე ეგებ გვეშველოს რამე. მანამდე კი ლიგის მიგებას სიზმარში თუ შევძლებთ
თორნიკე
12:29 14-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული