უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გამოაცხადა.
გულშემატკივრებს შორის გამოკითხვის შედეგად, კვირის საუკეთესო ფეხბურთელი ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო გახდა.
შეგახსენებთ, რომ რონალდომ მადრიდის "ატლეტიკოსთან" საპასუხო მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და პირველ შეხვედრაში 0:2-ის წაგების შემდეგ თავის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა.
სხვა პრეტენდენტები იყვნენ: ლიონელ მესი (ბარსელონა), სადიო მანე (ლივერპული) და ლეროი სანე (მანჩესტერ სიტი).
ძალიან მაინტერესებს რას ნიშნავს უკონკურენტო? 3 გოლი? ანუ მესი რო თამაშს აკეთებს და სხვებს საგოლე მომენტებს უქმნის ამ დროს თვითონაც გააქვს ეს არაფერია?
ხოლო საჯარიმოში რო იმალები და პასს ელოდები ფეხი ან თავი დაახვედრო ბურთს ეს ნიშნავს უკონკურენტოს? გეტყობა ფეხბურთის გაგებაში არა ხარ, შენი სიტყვებით ევრიუჟიხინი ჯობდა მესხს...
სადმე გაიკითხე და გაგარკვევენ, ვინ არიან და რას აკეთებდნენ მოედანზე ჩემს მიერ დასახელებულები ფეხბურთელები.