ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელის, დუგლას კოშტას ფინტი ჩემპიონთა ლიგის დღის საუკეთესოდ აღიარეს.
"იუვენტუსისა" და ამსტერდამის "აიაქსის" მატჩში დუგლას კოშტამ ჯოელ ველტმანს ფეხებს შორის ბურთი ულამაზესი მოძრაობით გაუტარა.
გუნდებს შორის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩი 1:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა 16 აპრილს ჩატარდება.