ოუენ ჰარგრივზი: ასეთი "ბარსელონასი" ევროპაში არავის ეშინია

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში სტუმრად "მანჩესტერს" 1:0 ისე სძლია, რომ კარში ბურთი საერთოდ არ დაარტყმევინა, რაც ამ ტურნირზე უკანასკნელად 2005 წელს მოხდა, "მანიუს" ყოფილი ნახევარმცველი ოუენ ჰარგრივზი თვლის, რომ ეს "ბარსა" არავისთვისაა საშიში.

"ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატზე თავს კომფორტულად გრძნობს, მაგრამ ასეთი თამაშით ევროპაში ვერავის შეაშინებს. შეხედეთ ბუსკეტსს, არასოდეს მინახავს, რომ მას უკან ამდენი პასი მიეცეს", - ციტირებს ჰარგრივზს "მუნდო დეპორტივო".

"ბარსა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია - 6 მოგება და 3 ფრე.

ამ
გუნდების განმეორებითი მატჩი 16 აპრილს, "კამპ ნოუზე" გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
გაგონილა? მანიუს მისსავე მოედანზე კარში არ დაარტყმევინა და უნდა გიკბინოს, რომ შეგაშინოს?
მერაბ გ.
08:59 12-04-2019
0
გინდა ანალიტიკოსობა მაგრამ არ გამოგდის, ისევე როგორც გინდოდა ფეხბურთელობა მაგრამ არ გამოგდიოდა. როგორ არ მიყვარს ასეთი შეუმდგარი (ყველაფერში) ადამიანების უაზრო კომენტარები. მანჩესტერს ოლდტრაფორდზე მეოთხედი ძალით ბურთი კარში არ დაარტყმევინა და ისე მოუგო მართლა და მეტი რა უნდა ექნათ? სმოლინგივით სახე წაეძროთ ყველასავით?
dadu
10:23 12-04-2019
7

სიახლეები პოპულარული