პეპ გვარდიოლა: აქ საქმე გავარკვიეთ, ახლა პრემიერლიგას მივხედავთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტი" "შახტარს" დაუზავდა (1:1), ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ნამატჩევს კი კომენტარი მისმა მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა.

"მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, პირველზე უკეთესი გამოვიდა, პლეი-ოფში გავედით. რამდენიმე კონტრშეტევა გაგვეპარა.

"შახტარს" არაერთხელ ვეთამაშეთ. კარგი ფეხბურთელები ჰყავს. საკმაო რაოდენობით მომენტი შევქმენით. მიზნის მისაღწევად ფრე საკმარისი აღმოჩნდა.

აქ საქმე გავარკვიეთ, ახლა პრემიერლიგას მივხედავთ", - ციტირებს გვარდიოლას BBC.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული