კრიშტიანო რონალდო: მიყვარს ჩემპიონთა ლიგა, ის ჩემი ტურნირია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" 34 წლის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ "ლევერკუზენთან" გასვლაზე მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ უეფას ჟურნალისტს მოკლე ინტერვიუ მისცა.

"რა უნდა ვთქვათ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი საღამო დასრულდა. ეს ჩემი ტურნირია, მიყვარს ის და აქ თამაში მომწონს. თუმცა, მთავარი მაინც გუნდია. მეორე ტაიმში ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ და ორი გოლი გავიტანეთ.

ჩვენ ჯგუფური ეტაპი წაგების გარეშე დავასრულეთ, ქვეჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. მოხარულები ვართ ჩვენი შედეგით და თავდაჯერებულები ვუყურებთ მომავალს.

პლეი-ოფის სტადია რთული იქნება, თუმცა ჩვენ ჯგუფიც საკმაოდ რთული შეგვხვდა, ძალიან კარგ გუნდებთან
მოგვიწია თამაში. საკუთარი თავის გვწამს და მოუთმენლად ველოდებით შემდეგ ეტაპს. ყველა დარჩენილ გუნდს უდიდეს პატივს ვცემთ. ვიცით, კენჭისყრის შედეგად ადვილად დასამარცხებელი მეტოქე არ შეგვხვდება. მოდით, დავიცადოთ და ვნახოთ, თუ ვინ შეგვხვდება 1/8-ფინალში", - გადმოსცემს პორტუგალიელი ვარსკვლავის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული