ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტისა" და მადრიდის "რეალს" შორის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური განმეორებითი შეხვედრა 7 აგვისტოს გაიმართება.
თუ მართლაც ამ დღეს შედგა აღნიშნული მატჩი, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული თამაშის შემდეგ 174 დღე იქნება გასული. მოგეხსენებათ, დაპირისპირების პირველი რაუნდი "სიტიმ" მოიგო - 2:1.
აღსანიშნავია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამ მატჩის ჩატარების თარიღის შესახებ 27 მაისს, უეფას ონლაინკონფერენციაზე უნდა მიიღონ.
მართალია, "სიტი" ამ დაპირისპირებაში ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა არავინ იცის, ამდენი ხნის შემდეგ გუნდები როგორ ფორმაში იქნებიან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩატარდება,
რაც "რეალის" შანსებს მცირედით მაინც ზრდის.