ოუენი: "ბარსელონა" გუნდია, რომელიც ბერდება და ფინალამდე ვერ მიაღწევს

AutoSharing Option
"რეალისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მაიკლ ოუენი ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" შანსებს პესიმისტურად აფასებს.

"როდესაც თქვენ თამაშს კარში დარტყმებით აფასებთ - ეს ცალმხრივია. "ბარსელონა" არ გამოიყურება როგორც გუნდი, რომელიც ფინალამდე მიაღწევს. შემადგენლობაში ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ეს გუნდია, რომელიც ბერდება. მათ შეტევაში ტემპი არ ჰყოფნით. ისინი ცოტა დაშორიშორებულნი არიან.

ჩემი აზრით, ეს გუნდი არ გამოიყურება როგორც "ბარსელონა". ვფიქრობ, უახლოეს სეზონებში გუნდს გარდაქმნიან", - განაცხადა ოუენმა BT Sport-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ბაიერნს რო გამოაბუნძულებს ბარსა მერე გამოდი და თქვი ბოდიში შემაშალაო
ბესო
08:56 10-08-2020
20
ეს მაიკლ ოუენი საერთოდ ვინმეს ახსენდებოდა? რაღაცით ხომ უნდა შეგვახსენონ თავები ამ "არქივებმა". ფეხბურთის ისტორიაში არის ასეთი დაუწერელი კანონი, რანაირადაც არ უნდა გავიდეს დრო, დრო ვერანაირად ავიწყებს გულშემატკივრებს ისეთ ლეგენდა ფეხბურთელ ვარსკვლავებს, როგორებიც იყვნენ პელე, მარადონა! ასევე რამოდენიმე წლის მერე ამათ შეურთდებიან, მეგა ვარსკვლავები მესი, როლანდო! ამათმა სულ ხმა, რომც არ ამოიღონ, ფანების მეხსიერებაში უკვე დალექილია მათი უნიკალური თამაშები რომელთაც სპექტაკლებს დავარქმევდი! ამათ ფონზე, ოუენი უბრალოდ ჩამქრალი ჩრდილია, ამიტომ ასეთებმმა საერთოდ ხმაც არ უნდა ამოიღონ.
უბრალოდ ფანი.
10:51 10-08-2020
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული