ჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა, სანკტ-პეტერბურგში აღარ გაიმართოს

AutoSharing Option
უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ Mirror-ი წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალური შეხვედრის მასპინძელი ქალაქი შესაძლოა, შეიცვალოს. მოგეხსენებათ, გადამწყვეტი მატჩი სანკტ-პეტერბურგის "გაზპრომ არენაზე" უნდა გაიმართოს.

უკვე იცით იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციამ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა და სამხედრო კონფლიქტის ალბათობა საკმაოდ დიდია.

უეფას მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალური შეხვედრის მასპინძლის შეცვლა გასულ სეზონშიც მოხდა - კოვიდ 19-ის ინფიცირების შემთხვევების გამო ფინალი, სტამბოლის ნაცვლად, პორტუში შედგა.

ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების გათამაშებაში ამჟამად მერვედფინალური ეტაპი მიმდინარეობს.

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლივერპულმა" მილანში მოიგო - "ბაიერნი"

წაგებას გადაურჩა [VIDEO]

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: მესის გაცუდებული პენალტი, მბაპეს შედევრი და პსჟ-ის გამარჯვება - "სიტი" თითქმის მეოთხედფინალშია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
 პუტინის ოჯახის წევრებს, რუს დეპუტატებს, გენერლებს, მინისტრებს გუბერნატორებს და მათ ოჯახის წევრებს ყველას უნდა გაეყინოთ ანგარიშები და აეგრძალოთ ევროპაში და აშშ-ში შესვლა.

ასევე ყველა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებიდან უნდა მოიხსნას რუსეთი. და რაც შეიძლემა მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები.
ქომაგი
14:56 22-02-2022
2
ძაან სწორეც იქნება, მაგრამ ლიგის სპონსორი გაზპრომია და მანდ იქნება პრობლემა
მინო რაიოლა
13:41 22-02-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული