ჩემპიონთა ლიგის ფინალის ახალი მასპინძელი ქალაქი ცნობილია

AutoSharing Option
მოლოდინისამებრ, უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგს 2021-22 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა. 28 მაისს, უეფას უმთავრესი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა პარიზში, "სტად დე ფრანსზე" შედგება.

უეფამ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო - უკრაინისა და რუსეთის ნაკრებები, ისევე, როგორც ამ 2 ქვეყნის კლუბები, საშინაო შეხვედრებს ნეიტრალურ მოედანზე (სხვა სახელმწიფოში) გამართავენ.

შეგახსენებთ, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დაწყებამ განაპირობა.

altჩემპიონთა ლიგის ფინალი რუსეთში აღარ ჩატარდება - Associated Press

altჯორჯ ვეას შვილის საინტერესო

ამბავი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის პარალელურად





მკითხველის კომენტარები / 2 /
უეფაც კარგი იმპოტენტია სანქციებში - მოიხსნას ყველა რუსული კლუბი და ნაკრები ყველანაირი შეჯიბრიდან! 5 წლიანი დისკვალიფიკაცია ევროთასებიდან!
დათა თუთაშხია
02:14 26-02-2022
0
(რა დროს ფეხბურთია თუმცა მაინც) უკრაინაში პირველობა სართოდ როდის ჩატარდება ვინ იცის, ისე გამოდის რომ კლუბები უთამაშებლები იქნებიან და გინდა მიუღიათ მონაწილეობა უეფას ტურნირებში და გინდ არა. ნეიტრალური მოედნები რუსებს აწყობთ, ყოჩაღ ჩეფერინი მაგარი სანქციები მიიღე, ყოჩაღ მთელ მსოფლიოს. რუსეთი უნდა მოექცეს ყველანაირ იზილაციაში, სპორტული თუ კულტურული ღონისძიებებისგან (კულტურა ?????).
BUXO
14:52 25-02-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული