ფანტასტიკა - "რეალმა" რეალური სასწაული მოახდინა და ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტი“ დამატებით დროში 3:1 დაამარცხა და მეჩვიდმეტედ გავიდა ფინალში.

„ეტიჰადზე“ მინიმალური ანგარიშით (3:4) დამარცხებულ „სამეფო გუნდს“ ფინალში გასასვლელად სახლში რევანშის აღება მართებდა. ბუნებრივია, შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა მადრიდის ტურნირის ორგანიზატორებს მიომირ კეცმანოვიჩთან თამაშის შუადღისთვის გადატანა სთხოვა, რათა საფეხბურთო მატჩს დასწრებოდა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს, ორ სეტში გაიმარჯვა და კარლოს ალკარასთან ერთად „ბერნაბეუზე“ საყვარელ გუნდსაც უგულშემატკივრა.

ინიციატივას თავიდანვე სტუმრები დაეუფლნენ, შეუტიეს, პირველი მომენტი კი მხოლოდ მე-20 წუთზე შექმნეს, როდესაც
ბერნანდო სილვას დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია. ცოტა ხანში გაბრიელ ჟეზუსმა ოდნავ ააცილა მიზანს. მერე კურტუამ ფოდენს არ დაანება გატანა. მასპინძლები სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ. ჩვეულად ვინისიუსი აქტიურობდა, რომელსაც უოკერი ყურადღებით მეურვეობდა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ვინისიუსმა შესანიშნავი შანსი გაუშვა. შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 73-ე წუთზე მარეზმა კურტუას ახლო კუთხეში გაუტანა და კასტილიური გუნდი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. თუმცა, როცა საქმე ანჩელოტის გუნდს ეხება, ნებისმიერი საოცრებაა მოსალოდნელი. დარჩენილ დროში მანჩესტერელები უფრო მეტს უტევდნენ, განსაკუთრებით, შეცვლაზე შესული გრილიში გამოირჩეოდა. მისი აქტიურობის შედეგად ორი სახიფათო მომენტი შეიქმნა, მაგრამ არც ერთი არ დაგვირგვინდა გოლით. ბოლოს „ბლანკოსი“ შტურმზე გადავიდა და როდრიგომ დუბლით თავისი გუნდი დააწინაურა. იქვე როდრიგოს ჰეთ-თრიკის შესრულება ედერსონმა არ დაანება. საპასუხო შეტევისას ფოდენმა ვერ უწია მიზანს, 2:1 და დამატებითი დრო დაინიშნა.

დამატებითი დრო ბენზემას მოპოვებული და მის მიერვე გამოყენებული პენალტით დაიწყო. აქედან მოყოლებული, გვარდიოლას მთელი გუნდი იერიშზე გადავიდა და 105-ე წუთზე ფერნანდინიომ ცარიელ კარში ვერ შეძლო ბურთის გადაგზავნა. მეორე დამატებულ ტაიმში "სიტი" ქაოტურად და უხიფათოდ უტევდა და დამარცხდა.

28 მაისს პარიზში ფინალში "რეალი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 61 416 მაყურებელი
რეალი - მანჩესტერ სიტი 3:1 (ძირ. დრო 2:1)
გოლები: 0:1 მარეზი (73), 1:1 როდრიგო (90), 2:1 როდრიგო (90+1), 3:1 ბენზემა (95, პენ)


მკითხველის კომენტარები / 52 /
არაფრით არ სურთ გაგება, რომ დღევანდელი ფეხბურთი ფარსია! ყველამ უნდა გავერთუანდეთ ამის წინააღმდეგ!!!
....
05 მაისი 2022 20:06
23
აშკარაა, რომ დღეს სპორტში კერძოთ კი ფეხბურთში მაფია არის ჩარეული, წარმოუდგენლად დიდ ფულს აკეთებენ მაიმუნობით! ყოველნაირი ხერხით მოტყვილებით ცდილობენ მათი მოწინააღმდეგის განეიტრალებას, პრობლემის განხილვისას საუბარი სხვა თემაზე გადააქვთ. ამათ ემატებათ მრავალი ფეხბურთიდან შორს მდგარი ადამიანები, ვისაც არაფრით არ სურს რაიმეს შეცვლა. ტოტალიზატორის ხსენებაზე არაობიექტურები ხდებიან, ვერ აზროვნებენ თუ რა ხდება დღევანდელ ფეხბურთში, რომ მაფიამ ტოტალიზატორმა ტვინი დაგვიბნელა, აშკარა სიცრუე რეალობად მიგვაჩნია. დალოცვილებო, აქ სპორტზე და ფეხბურთზე უნდა ვწეროთ და არა პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე, ვიბრძოლოთ თუ როგორ გამოვიყვანოთ ფეხბურთიი ამ სიბინძურიდან, ბოლო წლებში მაყურებლის გაბითურებიდან.
....
06 მაისი 2022 03:05
6
არაფერი არ მაინტერესებს ისე როგორც ფეხბურთი ბავშობიდან დღემდე, ამიტომ შე კაი კაცო.
....
06 მაისი 2022 02:07
2
ყველა გამოხმაურება
გასაგებია იმ ხალხის რეაქცია გუშინდელ თამაშზე ვინც სიტის, ბარსას ქომაგობს, ასევე მესისაც, როგორ ყველგან ტოტალიზატორი გელანდებათ, როდესაც რეალი იგებს? გრილიში რომ გავიდა ერთი ერთზე და დაარტყა და მენდიმ ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი წინასწარ ჰქონდა ეგ გათვლილი რომ ეგრე უნდა მომხდარიყო და მერე მეორეჯერაც კურტუამ რომ აუღო ეგეც სპეციალურად დაარტყა ისე, იქნებ ის აღიაროთ რომ გვარდიოლამ ნაადრევად ირწმუნა რომ მოგებული ჰქონდა და მოეშვა მთლიანად გუნდი
მამუკა
05 მაისი 2022 18:05
3
მე ფეხბურთის სატაჟიანი გულშემატკივარი ვარ და არა სიტის და მესის!!! ახალგაზრდებმა მინდა სწორად გამიგოთ, ადრეც ხდებოდა ფეხბურთში მაიმუნობები, მაგრამ ასე არასდროს მომხდარა ახლა რომ ხდება ფეხბურთის კომაგების გაბითურება!!! ამ სიბინძურიდან გამოსავალი რა არის ისიც გაცნობეთ, უნდა გავერთიანდეთ მთელი მსოფლიოს მაშტაბით ფეხბურთის გულშემატკივრები ამ უმსგავსოების აღმოსაფხვრელად!!!
....
05 მაისი 2022 19:46
11
რა კარგი სიამოვნებაა ფეხბურთი რომ არსებობს. სხვას შეიძლება სხვა აზრი ჰქონდეს მაგრამ ჩემთვის ფეხბურთი უკონკურენტოა და ვერც ერთი სპორტი ვერ მივა ახლოს. გუშინდელ თამაშში ალბათ ყველა ნეიტრალურ გულშემატკივარს რეალის გასვლა გვერჩივნა თორე აქაც სიტი ლივერპული ზედმეტი იქნებოდა. არ გეწყინოთ სიტის გულშემატკივრებო :) ჩემი ფავორიტი გუნდის ჩემპიონობას მეც დიდი ხანია ველოდები 26 წელია :D
აკო
05 მაისი 2022 14:53
4
სიამოვნებაა ფეხბურთის ყურება! ასეთის არა! შენ ან ტოტალიზატორში მუშაობ ან პროფესიით ფეხბურთთან ხარ დაკავშირებული ან ფეხბურთის გაგებაში არა ხარ!!!
....
05 მაისი 2022 17:32
21
პირველი გოლის მერე ყველაფერზე გვარდიოლას სასოწარკვეთილი სახე მეტყველებდა
: )))))))
05 მაისი 2022 14:24
8
ბოსმანიის საქმე ხომ გაგიგიათ, როგორ დაამარცხა მთელი საფეხბურთო სამყარო, დაიცვა რა მსოფლიოს ყველა ფეხბურთელის უფლებები! ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ფეხბურთის გულშემატკივართა უფლებები, ერთხელ და სამუდამოდ რომ დასრულდეს ჩვენი მოტყვილება!
....
05 მაისი 2022 13:23
14
ასე რამ დაგაბრმავათ, ეს თამაში ნაღდი რომ გგონიათ??? ფულის მოგების გამო, ყველაფერს მაღალ დონეზე ასრულებენ, ბოლობოლო ვერ უნდა გაიგოთ???
....
05 მაისი 2022 12:36
38
აბა, დასცხეთ ახლა დიზლაიკები პროფესიით ფეხბურთთან დაკავშირებულო პირებო და ფეხბურთის არ მცოდნეებო! :))
....
05 მაისი 2022 12:43
17
ბერნაბეუს ფაქტორი და ცოტა იღბალიც-ეგ რა თქმა უნდა იყო, მაგრამ მთავარი მაინც ისაა რომ ანჩელოტიმ აჩვენა რომ როგორც მწვრთნელი, იგი ჯობს გვარდიოლას. ასეთ თამაშებში დეტალები წყვეტს თამაშის ბედს ხოდა მაგ დეტალებით აჯობა. თამაშის მანძილზე უკეთ ხელმძღვანელობდა გუნდს. ის ბოლო წუთები ძირითადი დროის , როდესაც თამაში პრაქტიკულად გადაწყდა, კარლოს დამსახურებაა და გვარდიოლას შეცდომა. მართალია მალევე გამოასწორა მაგრამ გვიან იყო.
არტ
05 მაისი 2022 12:01
4
ძალიან მინდოდა რეალის გასვლა, როგორც ლივერპულის გულშემატკივარს

1. რევანშია ასაღები 2018 წლის გამო
2. სიტისთან უაზრო თამაში იქნებოდა, პრემიერლიგის მატჩივით. ესპანეთი-ინგლისის დაპირისპირება ჯობია
ლივერპული
05 მაისი 2022 11:33
3
იქნებ ამიხსნას ვინმემ რატო ითამაშეს 120 წუთი როცა რეალს გასვლაზე მეტი გატანილი გოლებით ყოფნიდა ძირითადი დრო.მადლობა წინასწარ.
fani
05 მაისი 2022 11:07
27
იმიტომ რომ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა გაუქმებულია.
ალიოხა
05 მაისი 2022 12:33
1
ეგ წესი Შეიცვალა, სტუმრად გატანილ მეტ გოლს არ აქვს მნიᲨვნელობა
ჯენგო
05 მაისი 2022 12:13
0
ყველა გამოხმაურება
ერთიც და მთელ პრემიერლიგას ხინკლის ჩეკივით ....
წაიკითხე ხმამაღლა
05 მაისი 2022 10:27
3
ჯერ პსჟ-სთან იძახდი მასე, მერე ჩელსისთან, მერე სიტისთან :) ლივერპულის მერე იტყვი ალბად მომდევნო ლიგას ვეღარ მოიგებო :):)
sormona
05 მაისი 2022 12:14
1
ვერანაირი იღბალი ვერ უშველის რეალს ფინალში!
თუ გინდა იყვირეშ
05 მაისი 2022 11:39
23
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული