"რეალთან" ჩემპიონთა ლიგის წაგებული ფინალი (0:1) "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა BBC Sport-თან შეაფასა:
"ახლა გასახდელში ვერავინ გრძნობს, რომ სეზონი შესანიშნავი იყო. შესაძლოა, ამისათვის რამდენიმე საათი დაგვჭირდეს. კარგი, მაგრამ არაიდეალური შეხვედრა ჩავატარეთ. არ მგონია, რომ იდეალური თამაში ღრმა დაცვის მქონე გუნდთან შესაძლებელია.
ბევრი დარტყმები გვქონდა, თუმცა ყველაზე საუკეთესოები არა. კურტუამ ორი ტოპ-სეივი განახორციელა. ბიჭებმა ყველაფერი სცადეს, განსაკუთრებით გაშვებული გოლის მერე, მაშინ ისე ვთამაშობდით, როგორც ადრე გვინდოდა გვეთამაშა. ჩვენი ნახევამცველები ძალიან სიღრმიდან მოქმედებდნენ. გვინდოდა მეორე ტაიმში უფრო გაბედულები ვყოფილიყავით, სწორედ ეს ვუთხარი
შესვენებაზე.
განცდა სხვადასხვანაირია. ფინალამდე მისვლა არც ისე ცუდია, ეს გარკვეულწილად წარმატებაა, მაგრამ ის არაა, რასაც ისურვებდი".