ხვიჩას ჩინებული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "ლივერპული" დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ლივერპული“ 4:1 დაამარცხა.

„ნაპოლიმ“ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ხვიჩა კვარაცხელია კი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს არათუ არ შეუშინდა, არამედ ტურნირზე თავის სადებიუტო შეხვედრაში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ. მის ანგარიშზე ნეაპოლურ გუნდში 6 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ვერავინ წარმოიდგენდა, თუ მასპინძლები „ლივერპულს“ პირველ ტაიმში ასე დაჯაბნიდნენ და სამ უპასუხო გოლს გაუტანდნენ. დებიუტში ანგარიში ზილენსკიმ პენალტით გახსნა. მე-18 წუთზე ოსიმენმა თავის მიერვე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, შემდეგ კვარაცხელიას პასი გაუკეთა და მისი
დარტყმული ბურთი ცარიელი კარიდან ვან დეიკმა გამოიტანა. მალე ნეაპოლელებმა მეორე გაიტანეს - ხვიჩამ ბურთი გომესს აართვა, ანგისას მისცა, რომელმაც ზილენსკისთან კედელი გაითამაშა და ალისონის კარი დალაშქრა. 44-ეზე კი ხვიჩამ ფლანგზე ალეკსანდერ-არნოლდი და გომესი დაჯაბნა და ტრავმირებული ოსიმენის ნაცვლად შეცვლაზე შესულ სიმეონეს „ნაპოლიში“ სადებიუტო გოლი გაატანინა. შესვენებამდე აგრეთვე აღსანიშნავი იყო, როგორ ჩამოიცილა მოედნის ცენტრში ლამაზი ფინტებით ორჯერ ფაბინიო.

მეორე ტაიმის დასაწყისში ზილენსკიმ დუბლი შეასრულა, მალე დიასმა ანგარიში შეამცირა. 57-ე წუთზე კვარაცხელია სწრაფი კონტრშეტევისას მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ დარტყმა დაუბლოკეს და სპალეტიმ შეცვალა. მის არყოფნაში ნეაპოლელთა შეტევები ნაკლებად შემოქმედებითი და ულამაზო გახდა, თუმცა სპალეტიმ გუშინ თქვა, რომ ფუნდამენტური ლამაზი ფეხბურთი კი არა, არამედ ეფექტურობა და კონკრეტიკაა. სხვათა შორის, მოედნიდან გასვლისას ხვიჩა უკმაყოფილო იყო, დარჩენილ დროში საიერიშოდ სივრცეები უფრო გაეხსნებოდა, მაგრამ გრძელი სეზონისა და მჭიდრო კალენდრის გათვალისწინებით, მწვრთნელმა პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო.

13 სექტემბერს, მეორე ტურში, „ნაპოლი“ გლაზგოში „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ლივერპული 4:1
გოლები: 1:0 ზილენსკი (5, პენ), 2:0 ანგისა (31), 3:0 სიმეონე (44), 4:0 ზილენსკი (47), 4:1 დიასი (49)
გამოუყენებელი პენალტი: ოსიმენი (18)

მკითხველის კომენტარები / 36 /
პასს, რომელსაც მოყვა საგოლე დარტყმა, რომელიც ხელით შეაჩერეს ,ამიტომ დაინიშნა პენალტი , რომელიც გაიტანეს, არ ითვლება საგოლე პასად ?!
ალექს
06:24 09-09-2022
1
ისე მომავალი წლის U21 ევროპაზე კარგი შემადგენლობა გვეყოლება.დიდი არჩევანია ფეხბურთელების და კარგი სკამიც გვეყოლება.ეროვნული ნაკრების ძირითადის ფეხბურთელებს+ახალგაზრდა,პერსპექტიული,მოტივირებული ახალგაზრდები,რომელთაც საკუთარი თავის წარმოჩენა სურთ.მარტო კვარა და მამარდა რომ იქნება გუნდში ეს ყველაფერს ნიშნავს უკვე. Მამარდაშვილი,აზაროვი,მექვაბიშვილი,კვარაცხელია,წიტაიშვილი,დავითაშვილი,მიქაუტაძე,ჩაკვეტაძე(23წლის ფეხბურთელებს შეუძლიათ თამაში,ჩაკვეს აგვისტოში უსრულდება 24), ეს ეროვნულის ძირითადის ფეხბურთელებია თითქმის ყველა და ამათ + ხარაბაძე,ხვადაგიანი,კალანდაძე,გელაშვილი,ჯინჯოლავა,გოჩოლეიშვილი,კაპანაძე,ნონიკაშვილი,ოსიყმაშვილი,მოისწრაფიშვილი,მორჩილაძე,ლუკა და ნიკა გაგნიძეები,ძმები ხორხელები,გულიაშვილი,გაგუა.დიდი არჩევანია ღრმა შემადგენლობით და თუ ყველა ფორმაში იქნება შემდეგ წელს მჯერა,რომ შორს გავალთ ევროფორუმზე!
Მეზღვაური
17:45 08-09-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული