სპალეტი: მოგება შეგვეძლო - შედეგი სტრატოსფერულია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლი" სტუმრად "ლივერპულთან" 0:2 დამარცხდა, თუმცა ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. ნამატჩევს კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა:

"ვთვლი, რომ შესანიშნავი ფეხბურთი ვაჩვენეთ. დროის უმეტეს ნაწილში ბურთს კარგად ვფლობდით და მომენტებს ბალანსის შენარჩუნებითა და რაიმე დანაკარგის გარეშე ვქმნიდით. ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. აქ ჩამოსვლა და ასე თამაში ადვილი არ არის. ბოლოს მქონდა შეგრძნება, რომ ჩემმა გუნდმა იცოდა რა, რომ ასეთ უპირატესობას ფლობდა, ცოტა ტემპს მოუკლო. მეტოქემ კი შესაძლებლობები უნარიანად გამოიყენა.

ფრით დაკმაყოფილების ნაცვლად გამარჯვებისთვის ვიბრძოდით. ამ შეხვედრებმა დაადასტურა,
რომ როგორც ტექნიკურად, ასევე ფიზიკურად მაღალ დონეს მივაღწიეთ. მენტალურადაც მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით. მოგება შეგვეძლო. გვაქვს საკუთარი თავის რწმენა. ამ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა სტრატოსფერული შედეგია".

მკითხველის კომენტარები / 21 /
თამაშს აგებს მწყვრთნელი.
G.LA
20:12 02-11-2022
0
პეპი მართლა გენიოსია--მისი სიტყვები გამახსენდა ამას წინათ სიტის რომ გოლი არ ჩაუთვალეს ლივერპულთან.--ეს ენფილდია და აქედან სამი ქულას არავინ გაგატანს,გადატანა, ძალიან,ორი თავით მაღლა თუ არ დგახარ მათზე.(ასეც იყო,ჯერ პენალტი არ მისცეს ხვიჩაზე და მერე ყური ყოფილა გადამწყვეტი გოლის გატანისას.კიდევ კარგი შიშვლები არ თამაშობენ.მაშინ ნახე შენ ვარის სამსახური,რა მუშაობა ექნება)
კახა ქ.
20:00 02-11-2022
1

სიახლეები პოპულარული