"რეალის" დამარცხება შეგვეძლო" - ვალტერ მაცარი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "ნაპოლი" "რეალს" ესტუმრა და 2:4 დამარცხდა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ განაცხადა, რომ მის გუნდს "ბლანკოსის" დამარცხება შეეძლო.

"სანამ ანგარიში 3:2 იყო, უამრავი მომენტი გავანიავეთ, წინ გასვლა შეგვეძლო. ვიცოდით, რომ "რეალი" შეცდომებს არ გვაპატიებდა. ნამდვილად მქონდა განცდა, რომ მეტოქის დამარცხება შეგვეძლო.

ოსიმენის შეცვლა თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა. ვიქტორი ახლახან დაგვიბრუნდა და მომდევნო მატჩებში უფრო დიდ სათამაშო დროს მიიღებს", - განაცხადა მაცარიმ.

„ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, "ბრაგას" 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს - "ნაპოლის" პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს,
"ბრაგას" კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.

alt"მსაჯს რიუდიგერი უნდა გაეძევებინა" - იტურალდე გონსალესის აზრით, "რეალის" ფეხბურთელმა განზრახ იუხეშა

altჩემპიონთა ლიგა. V ტური: საოცარი ქამბექები - პლეი-ოფის კიდევ ორი მონაწილე გახდა ცნობილი [VIDEO]

alt"ნაპოლი" "რეალთან" დამარცხდა, თუმცა პლეი-ოფში გასასვლელად ბოლო ტურში ფრეც ჰყოფნის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
მადლობა უთხარით ხოსელუს რომ მხოლოდ ორბურიანი სხვაობით წააგეთ, ბიჭო ნეაპოლში იყო და ერთმა კაცმა მოგიგოთ, მადრიდშიც ისევ ერთმა კაცმა მოგიგოთ, ესენი კიდევ მოგება შეგვეძლოო. ჰეი ჯუდ! სასწაულია მოკლედ ეს ბელინგემი, აი ვინ არის მართლა ვარსკვლავბიჭუნა,რის მბაპე და ჰოლანდი, მალადეც პერესს ფუკასავით აახია ეს ბიჭი ბაიერნს, სიტის და ლივერპულს და საღოლ ანჩელოტის როგორ მოარგო რეალის სათამაშო სტილს და მთლიანად გუნდი გადააწყო ბელინგემზე,ზოგ-ზოგიერთები იმას ამბობენ რომ მწვრთნელმა ხვიჩა უნდა გაანთავისუფლოს დაცვითი ფუნქციებისგანო, სადაც ბურთი იყო ყველგან ბელინგემი იყო,მთელი თამაში არ გაჩერებულა ტიპი, დაცვაშიც იყო, ნახევარდაცვაშიც და თავდასხმაშიც და 94 წუთზე ისეთ პასს უკეთებს ხოსელუს, რომ ვეღარ გამაზა.აი ეს არის უმაღლესი კლასი და არა ის რომ მსაჯს უაზროდ ხელები უშალო მუდმივად
მამუკა
13:10 30-11-2023
4
ისეტი უხეირო დაცვა ყავს ნაპოლის, რომ საქართველოს ნაკრების დაცვას არ ჩამოუვარდება!
იმედი
14:06 30-11-2023
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული