"რეალის" დამარცხება შეგვეძლო" - ვალტერ მაცარი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "ნაპოლი" "რეალს" ესტუმრა და 2:4 დამარცხდა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ განაცხადა, რომ მის გუნდს "ბლანკოსის" დამარცხება შეეძლო.

"სანამ ანგარიში 3:2 იყო, უამრავი მომენტი გავანიავეთ, წინ გასვლა შეგვეძლო. ვიცოდით, რომ "რეალი" შეცდომებს არ გვაპატიებდა. ნამდვილად მქონდა განცდა, რომ მეტოქის დამარცხება შეგვეძლო.

ოსიმენის შეცვლა თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა. ვიქტორი ახლახან დაგვიბრუნდა და მომდევნო მატჩებში უფრო დიდ სათამაშო დროს მიიღებს", - განაცხადა მაცარიმ.

„ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, "ბრაგას" 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს - "ნაპოლის" პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს,
"ბრაგას" კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.

alt"მსაჯს რიუდიგერი უნდა გაეძევებინა" - იტურალდე გონსალესის აზრით, "რეალის" ფეხბურთელმა განზრახ იუხეშა

altჩემპიონთა ლიგა. V ტური: საოცარი ქამბექები - პლეი-ოფის კიდევ ორი მონაწილე გახდა ცნობილი [VIDEO]

alt"ნაპოლი" "რეალთან" დამარცხდა, თუმცა პლეი-ოფში გასასვლელად ბოლო ტურში ფრეც ჰყოფნის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
მადლობა უთხარით ხოსელუს რომ მხოლოდ ორბურიანი სხვაობით წააგეთ, ბიჭო ნეაპოლში იყო და ერთმა კაცმა მოგიგოთ, მადრიდშიც ისევ ერთმა კაცმა მოგიგოთ, ესენი კიდევ მოგება შეგვეძლოო. ჰეი ჯუდ! სასწაულია მოკლედ ეს ბელინგემი, აი ვინ არის მართლა ვარსკვლავბიჭუნა,რის მბაპე და ჰოლანდი, მალადეც პერესს ფუკასავით აახია ეს ბიჭი ბაიერნს, სიტის და ლივერპულს და საღოლ ანჩელოტის როგორ მოარგო რეალის სათამაშო სტილს და მთლიანად გუნდი გადააწყო ბელინგემზე,ზოგ-ზოგიერთები იმას ამბობენ რომ მწვრთნელმა ხვიჩა უნდა გაანთავისუფლოს დაცვითი ფუნქციებისგანო, სადაც ბურთი იყო ყველგან ბელინგემი იყო,მთელი თამაში არ გაჩერებულა ტიპი, დაცვაშიც იყო, ნახევარდაცვაშიც და თავდასხმაშიც და 94 წუთზე ისეთ პასს უკეთებს ხოსელუს, რომ ვეღარ გამაზა.აი ეს არის უმაღლესი კლასი და არა ის რომ მსაჯს უაზროდ ხელები უშალო მუდმივად
მამუკა
30 ნოემბერი 2023 13:10
4
რაც სათქმელი მქონდა ჩემს მაგივრად გამოთქვი ძმაო, ვეღარაფერს დავამატებ, გეთანხმები ყველა სიტყვაში
მეგრელი
30 ნოემბერი 2023 15:31
2
ისეტი უხეირო დაცვა ყავს ნაპოლის, რომ საქართველოს ნაკრების დაცვას არ ჩამოუვარდება!
იმედი
30 ნოემბერი 2023 14:06
2
წელს შეტევაც არ სწყვეტს ვარსკვლავებს.
თემო
30 ნოემბერი 2023 16:41
1
ისემც რა გითხრა . ასიდან ოთხმოცდათვრამეტს მოგიგებენ თუ მოინდომეს . ეგ ნაპოლი ახლოს ვერ მივა მაგ რეალთან ვერაფრით. მა არ ვარ ამით მოხარული , მარამ ასეთი რეალობა გვაქვს .
zaza
30 ნოემბერი 2023 12:36
4
100 %, მაგრამ ეგ ნაპოლის მწვრთნელია და სხვანაირად ვერ ილაპარაკებს...მე ის უფრო მადარდებს, ჩვენი ბიჭი რო ვერანაირად ვერ ჩადგა ფორმაში...არადა, ბერნაბეუზე რომ მაგას ისე ეთამაშა, როგორც შარშან თამაშობდა ევროლიგაზე, ანჩელოტი აღარც გამოუშვებდა...
ბესო
30 ნოემბერი 2023 15:39
3
აი ეს ეხლა მაგრად საცემი არ არის? რა შეგეძლო? შემთხვევითი გოლი გაიტანეთ მეორე, ერთი ანგისა და მეორე დილორენცო ფაფხურებდნეს, სხვა ყველა მკვდარი იყო გუშინ. რეალი დღეს არის სისისთან ერთად მსოფილოს უძლიერესი გუნდი, მორჩა და გათავდა!
კვარადონა
30 ნოემბერი 2023 12:41
9
არა მგონია, აშკარაა კლასში სხვაობა.
გიგა
30 ნოემბერი 2023 12:06
2
ვაი Შენს პატრონს!) რას ეწევა ეს ტიპი?)
ავᲗო
30 ნოემბერი 2023 11:53
6
ეგა და გირჩი არის რაღაც საერთო )))))
სვანსკი
30 ნოემბერი 2023 14:24
0
კვარა ამ ოსიმენის პასებზე თითქოს ტვინი აქვს დაპროგრამებული! ეს ზედმეტი თავმდაბლობის ბრალია. კი უხდება თავმდაბლობა რაღაც მომენტებში, მაგრამ თავისთავზე უნდა აიღოს მომენტები, როგორც ადრე აკეთებდა. გუშუნ ნამდვილად შეეძლო ნაპოლისთვის და ჩვენთვის დიდი სიხარული ეჩუქებინა. არ უნდა მიეცა პასი არაააა.
ლაშა
30 ნოემბერი 2023 22:34
3
ეს თუ მართლა მაგან თქვა, მაშინ ნაპოლის საქმე ვერ იქნება კარგად...
როცა დაცვა არ გივარგა შეტევაზე "შეშინებული" მიდიხარ!
თუ გაიხსენებთ 1-2 მომენტს, ხვიჩამ ბურთი თავდასხმაში დაკარგა და ნაპოლისთან საგოლე მომენტი შეიქმნა, და კიდევ წინა სეზონში რამდენი ბურთი გაუშვა ნაპოლიმ და ეხლა უკვე რამდენი აქვს გაშვებული!
თემური
30 ნოემბერი 2023 13:37
2
ვითომ-ვითოომ შეგეძლოთ :)
gzp
30 ნოემბერი 2023 12:29
2
ერიჰაა!ჯერ ჩემპიონებად გავხდიო!ახლა,ამ მატჩის მოგება შეგვეძლოვო!ამას,რეალი ვინ ჰგონია?ნაპოლის დონის გუნდებიდან მიჰყავს,საუკეთესო,ან უნიჭიერესი ფეხბურთელები და მათგან ადგენს,შემადგენლობას.სადღაც წავიკითხე,როგორც ამისი ნათქვამი,რეალთან მატჩს,ამხანაგურის რანგში განვიხილავო...რაკი უფრო მეტი არ გაუტანეს,ხმას აუწია?ხომ ვნახეთ,რომ პრაქტიკულად ვერც ერთი შეტევა ვერ მოიგერია დაცვამ,რეალს ტემპი რომ მოემატებინა,გაცილებით მეტსაც გაუტანდა და რაში სჭირდება,ეს უაზრობა?ნაპოლის,სულ დიდი,4-5 ფეხბურთელი ჰყავს,რეალის ფეხბურთელების,ან მათთან ცოტათი მიახლოებული კლასისა.გამოჩნდა,რომ ფიზიკაშიც ჩამორჩებიან და რის იმედზე იქნევს მუშტებს.
უნიონმა,კაცნაკლულ ბრაგას ვერ მოუგო და იმედი ვიქონიოთ,ნაპოლი,ბრაგასთან მაინც შესძლებს,სასურველი შედეგის მიღწევას.ალბათ მარიო რუი,მწყობრში ჩადგება და ჟესუსზე უკეთესად,ნამდვილად ითამაშებს.ჯგუფიდან როგორმე გააღწიონ და ზამთრის ფანჯარაში,თუ ვინმე კარგი მცველი შეისყიდეს,იქნებ ერთი-ორი წრე კიდევ გადალახონ ლიგაზე,სკუდეტოზე კი,საპრიზო ადგილს შესწვდნენ.
სოსო
30 ნოემბერი 2023 20:15
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული