ყველაზე ცუდი შედეგი ბოლო 12 წელში - ლევანდოვსკიმ პირადი ანტირეკორდი გაიმეორა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში "ბარსელონა" "ანტვერპენს" ესტუმრა და 2:3 დამარცხდა.

ამ მატჩის შემდეგ გაირკვა, რომ ჯგუფური ეტაპი "ბლაუგრანას" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ მხოლოდ 1 გოლით დაასრულა.

ეს ერთი ზუსტი დარტყმა პოლონელმა პირველ ტურში სწორედ ბელგიური გუნდის წინააღმდეგ განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკიმ თავისი 12 წლის წინანდელი ანტირეკორდი გაიმეორა. მან 2011/12-წლების სეზონში "დორტმუნდის" მაისურით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მეტოქეთა კარი მხოლოდ ერთხელ აიღო.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ყველას ასე მოუვა, ვინც ყველაზე წარმატებული კარიერა სადაც ჰქონდა, იმ გუნდს რომ დატოვებს. გაიხსენეთ შევჩენკო, ტორესი, ვერნერი....
2
მეტის ღირსია ესეთი კაცი! აწყობილ გუნდში იყო, მშვენიბრად. ძაან მაგარ ფორმაშიც იყო. და საიდან სად წამოვიდა! დაქცეულ დაღატაკებულ ბარსელონაში! რომელიც ფეხბურთელებს ხელფასების დაკლებაზე ეჩალიჩება და ეხვეწება, რადგან თავინარ აქვს გადახდის.
მურთო
18:26 14-12-2023
1

სიახლეები პოპულარული