ხავი: "ნაპოლის" უამრავ ასპექტში ვაჯობეთ და მომდევნო ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "ბარსელონამ" "ნაპოლი" 3:1 (ორი მატჩის ჯამში 4:2) დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

შეხვედრის შემდეგ "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მიმდინარე სეზონში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.

"ძალიან გახარებული ვარ. დიდებულად ვითამაშეთ, გუნდმა წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთა. უამრავ ასპექტში ვდომინირებდით.

ბოლოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 4 წლის წინ გავედით. ამიტომ "ნაპოლისთან" გამარჯვება კიდევ უფრო სასიამოვნოა.

"ბარსა" ბურთითაც და მის გარეშეც შესანიშნავად გამოიყურებოდა და ჩვენს ოპონენტს მინიმალური შანსები შევაქმნევინეთ", - განაცხადა ხავიმ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის
კენჭისყრა 15 მარტს, პარასკევს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

alt"ნაპოლი" "ბარსელონასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
თქვენს კარშიარ დანიშნულ პენალტზეც დაგეწერა ხავი რამე
გიო
13 მარტი 2024 10:13
12
რა პენალი ვინ დებს ეგეთ პენლებს? ან თუ რამის თავი ქონდა ნაპოლის განახევრებული ბარსასთვის ვერ უნდა მოეგო? ბაღის ბავშვებმა რო გადაურბინეს. თუ ნაპოლი თქვენ მართლა გრანდი გგონიათ?
a a
13 მარტი 2024 15:49
0
თინეიჯერმა ბავშვებმა მოუგეს ნაპოლის ეს ნაპოლი გუნდი არარის 0!ვაფშე 0 დაცვა ყავს ნახევარდაცვა 0!არვარგა არაფრად გუნდი..ბარსელონა არის უდაბლესი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში დაიმახსოვრეთ ვინც არუნდა შეხვდეს ყველა გამოაგდებს უეჭველი!!!
სიმართლე
13 მარტი 2024 14:23
3
გეთამხმები 100% ეს თამაში ბარსელონას არ მოუგია ეს თამაში წააგო ნაპოლიმ ბარსელონამ მაქსიმუმს მიახწია მეოთხედ ფინალში გავიდა იქით უკვე შანსი 1% არაქვს გასვლის!
dinamo
13 მარტი 2024 17:54
0
ოსიმენის 8 თამაშგარე, და იმ ნახევარმცველმა მამლის ბიბილოსავით, რომ აქვს ნაწნავები დაყენებული, 7-ჯერ მოწინააღმდეგეს მიაწოდა ბურთი, ანუ 15-ჯერ ჩაიშალა შეტევა. და საერთოდ ოსიმენს ზარალის მეტი არაფერი გაუკეთებია მოედანზე. გუნდი რა თქმა უნდა წაგებას მაინც არ იმსახურებდენ, მით უმეტეს იმ დროს, როცა ბარსა საერთოდ არ იმსახურებდა მოგებას.
ჟორა
14 მარტი 2024 00:05
3
მწვრთნელების "აფერისტული ხვევნა-კოცნა", ვითომ ძალიან ევასებათ ერთმანეთი არა?
გიგა
13 მარტი 2024 15:02
1
ძმები არიან, ერთ გუნდს წვრთნიან და ერთმანეთს გამარჟვებას ულოცავენ.
ავთო
14 მარტი 2024 00:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული