ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი: "რეალმა" "სიტის" მბაპეს ჰეთ-თრიკით სძლია - პსვ-მ ტურნირიდან "იუვენტუსი" გამოაგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის სამი საპასუხო მატჩი ჩატარდა.

„რეალმა“ მბაპეს ჰეთ-თრიკით „მანჩესტერ სიტის“ სახლში 3:1 მოუგო, ორი შეხვედრის ჯამში 6:3 გაიმარჯვა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. "სიტი" 2012-2013 წლების სეზონის შემდეგ პირველად ვერ მიიღებს მერვედფინალში მონაწილეობას.

პსვ-მ ექსტრა ტაიმში 3:1 სძლია „იუვენტუსს“ და 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა.

„დორტმუნდს“ „სპორტინგი“ ლისაბონში 3:0 ჰყავდა დამარცხებული, საკუთარ მოედანზე მშვიდად ეთამაშა ფრედ და საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - მანჩესტერ სიტი 3:1 (პირველი მატჩი 3:2)
გოლები: 1:0
მბაპე (4), 2:0 მბაპე (33), 3:0 მბაპე (61), 3:1 გონსალესი (90+2)

ეინდჰოვენი. „ფილიპსი“
პსვ - იუვენტუსი 3:1 (ძირ. დრო 2:1) (პირველი მატჩი 1:2)
გოლები: 1:0 პერიშიჩი (53), 1:1 ვეა (63), 2:1 საიბარი (74), 3:1 ფლამინგო (98)

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“
დორტმუნდი - სპორტინგი 0:0 (პირველი მატჩი 3:0)
გამოუყენებელი პენალტი: გირასი (58, დორტმუნდი)


მკითხველის კომენტარები / 4 /
იტალიური ფეხბურთის შავი დღეე ! ერთბაშად 3 გუნდი გვრდა ლიგიდან და თანაც სამივე წყვილის ფავორიტი იყო !
zura222
03:00 20-02-2025
0
როგორი მატყუარა ყოფილა გვარდიოლა 1% გვაქვს შანსიო, არა და რეალურად ის ერთი პროცენტიც არ ჰქონდათ
მამუკა
03:05 20-02-2025
0

სიახლეები პოპულარული