დევიდ ბექჰემი "რეალის" ელჩი გახდება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გამოაცხადა, რომ გუნდის ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი ესპანეთის ჩემპიონის ელჩი გახდება. პერესი კმაყოფილია, რომ "რეალის" ძველი შემადგენლობის მოთამაშეები კლუბში ბრუნდებიან.

"დიადი ფეხბურთელები, რომლებიც კლუბში თამაშობდნენ XXI საუკუნის დასაწყისში, ჩვენთან სიხარულით ბრუნდებიან. ზიდანი მწვრთნელი გახდა, რონალდო და რობერტო კარლოსი - ელჩები. ახლა ბექჰემი გახდება ჩვენი ელჩი", - განაცხადა პერესმა.

ინგლისელი "რეალში" 2003-07 წლებში თამაშობდა და 159 მატჩში 20 გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული