"რეალმა" ლა ლიგას პირველ ტურში "ხეტაფეს" უპრობლემოდ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრიმერას პირველ ტურში "რეალმა" "ხეტაფე" 2:0 დაამარცხა.

უეფას სუპერთასზე "ატლეტიკოსთან" დამარცხების შემდეგ "რეალის" "ხეტაფესთან" თამაშზე სტადიონი სანახევროდ ცარიელი იყო. მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ ახლადშეძენილი მეკარე კურტუა კვლავ სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ხოლო  ნახევარმცველი მოდრიჩი 71-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, განსაკუთრებით ბეილი აქტიურობდა, რომელსაც ჯერ კარის დალაშქვრა მეკარე სორიამ არ დაანება, ხოლო შემდეგ უელსელმა ბურთი ხარიხას გაარტყა. მერე კი ბლანკოსმა ანგარიში გახსნა - ბეილის ჩაწოდებული ბურთი გოლკიპერმა მოიგერია და კარვახალმა მას კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. პირველი ტაიმი "სამეფო გუნდის" დიდი უპირატესობით
და მინიმალური ანგარიშით დასრულდა.

შესვენების შემდეგ ბეილმა გაიტანა გოლი და ყველაფერი დასრულდა. თუმცა, "რეალს" შეტევები არ შეუნელებია: ასენსიომ აიღო თამაში საკუთარ თავზე, ბურთი ძელს გაარტყა, ცოტა ხანში სორიამ აიღო მისი დარტყმული ბურთი. 76-ე წუთზე მარკო საჯარიმოში გონსალესმა წააქცია, მაგრამ მსაჯმა თერტმეტმეტრიანი არ დანიშნა.

მოკლედ, ცალკარა თამაში იყო და ლოპეტეგის გუნდმა ადვილად გაიმარჯვა.

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 48 446 მაყურებელი
რეალი - ხეტაფე 2:0
გოლები: 1:0 კარვახალი (20), 2:0 ბეილი (51)

რეალი: ნავასი, ნაჩო, მარსელო, კარვახალი, რამოსი, ისკო (კაზემირო 58), კროოსი, ასენსიო, სებალიოსი (მოდრიჩი 71), ბეილი (ვასკესი 77), ბენზემა

ხეტაფე: სორია, გონსალესი, კაბრერა, სუარესი, დაკონამი, მაკსიმოვიჩი, არამბარი, სიბასაკი, პორტილიო (ალეხო 64), ნდიაიე (მატა 58), მოლინა (ანხელი 71)

altAS: კურტუა "რეალში" თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, ნავასი კი პრიმერაზე

altლოპეტეგიმ პირველი გამოცდა ვერ ჩააბარა - "ატლეტიკომ" უეფას სუპერთასზე "რეალი" დამატებით დროში დაამარცხა [VIDEO]

altლუკა მოდრიჩმა განაცხადა, რომ თავად სთხოვა მისი შეძენა "ინტერს"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული