El Confidencial-ის ცნობით, "რეალი" ისევ დაინტერესდა "ტოტენჰემისა" და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელის ჰარი კეინის სამსახურით.
კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი აღშფოთებულია გუნდის წარუმატებელი ასპარეზობით და გამოსავალს ეძებს. ამიტომ მან თავდასხმის გაძლიერება გადაწყვიტა.
პრობლემა შეიძლება კეინის მაღალი სატრანსფერო ფასი იყოს, "დეზები" 25 წლის ფორვარდს 200 მილიონ ფუნტად აფასებენ და არაა გამორიცხული გეგმა B-ზე გადაერთონ - "ლეიპციგის" შემტევ ტიმო ვერნერზე.
ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 გათამაშების გამარჯვებულმა უკანასკნელ 4 მატჩში გოლი ვერ გაიტანა და მისი უგოლო სერია 6:49 საათი გრძელდება.