კონტე "რეალს" პირობებზე ვერ უთანხმდება, გუნდი შეიძლება სოლარის ჩააბარონ

AutoSharing Option
ანტონიო კონტე შეიძლება "რეალის" მწვრთნელი არ გახდეს.

ანტონიო კონტე "რეალს" კონტრაქტის ფინანსურ მხარეზე და ვადაზე ვერ უთანხმდება და არაა გამორიცხული, მოლაპარაკება ჩაიშალოს. როგორც ადრე იუწყეს, კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იტალიელ სპეციალისტს ხელშეკრულების მხოლოდ სეზონის ბოლომდე გაფორმებას სთავაზობს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლება გუნდი დროებით "კასტილიას" თავკაცს სანტიაგო სოლარის ჩააბარონ.

"რეალის" მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი ჯერ ოფიციალურად არ გადაუყენებიათ.

ამასთან დაკავშირებით კლუბის დირექტორატის საგანგებო სხდომა 22:00 საათზე უნდა დაიწყოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული