მარსელომ "რეალის" ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ შესაძლოა გუნდი დატოვოს

AutoSharing Option
Cope-ს ცნობით, ბრაზილიელი მცველი მარსელო "რეალის" მმართველ დირექტორს ხოსე ანხელ სანჩესს შეხვდა და თავისი მომავალი განიხილა.

ფეხბურთელმა განაცხადა, რომ "რეალში" თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და თუ არაფერი არ შეიცვალა, ზაფხულში ტრანსფერზე დაყენებას მოითხოვს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას "იუვენტუსში" თავდამსხმელი რონალდო ეპატიჟება.

მარსელოს ბლანკოსთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული