"რეალთან" "ვალიადოლიდის" გოლი VAR-მა გააუქმა, თუმცა ვიდეოასისტენტების ოთახში არავინ იჯდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ესტადიო ხოსე სორილიაზე", სადაც ადგილობრივმა "ვალიადოლიდმა" გუშინ ლა ლიგის 27-ე ტურის ფარგლებში მადრიდის "რეალს" უმასპინძლა, სკანდალური ეპიზოდი მოხდა.

მატჩის მე-14 წუთზე "ვალიადოლიდის" ფორვარდმა სერხი გვარდიოლამ ტიბო კურტუას გაუტანა, თუმცა მატჩის მთავარმა მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ საქმეში VAR-ის ჩართვა მოითხოვა. გუნდები მოედნის ცენტრში დაბრუნდნენ, რათა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს თამაში მოედნის ცენტრიდან განეახლებინათ, თუმცა მანსანომ VAR-ის საფუძველზე გოლი გააუქმა და კეკოს თამაშგარე დაუფიქსირა.

ამ დროს კამერებმა მსაჯის ვიდეოასისტენტებისთვის განკუთვნილი ოთახი აჩვენეს, სადაც შუქი არ ენთო და არავინ იჯდა!

ამის შემდეგ მანსანომ "ვალიადოლიდის"
კიდევ ერთი გოლი გააუქმა. 29-ე წუთზე მასპინძლებმა მაინც გახსნეს ანგარიში, თუმცა, საბოლოო ჯამში, "სამეფო კლუბმა" 1:4 გაიმარჯვა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რეალი არასოდეს ყოფილა სამართლიანი კლიბი . ვინც ბარსელონასთან მოგებული 11-1 ის ისტორია იცის დამეთანხმება!
დიმა
03:38 12-03-2019
0
ეტყობა var-ის ოთახიდან უჩინმაჩმა, უკარნახა მთავარ მსაჯს, რომ არ ჩაეთვალა.
0

სიახლეები პოპულარული