ესპანელი მოდელი "რეალს" - უფრო ზუსტად ურტყით კარში, რათა ვიღაცებმა ქალი არ დაადანაშაულონ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფანებმა გუნდის ბოლოდროინდელ წარუმატებლობებში ესპანელი მოდელი ალბა კარილიო დაადანაშაულეს.

გასულ კვირაში პაპარაცებმა მედიაში მადრიდელთა მეკარის, ტიბო კურტუას და კარილიოს ვახშმის დროს გადაღებული ფოტოები გაავრცელეს, რის შემდეგაც მადრიდელთა ფანებმა ჩათვალეს, რომ "რეალის" ყველა უბედურებაში დამნაშავე სწორედ კარილიოა.

კურტუამ უკვე განაცხადა, რომ მასსა და ალბა კარილიოს შორის არაფერი ხდება, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ ესპანელი მოდელი თვითონ გამოეხმაურა შეურაცხყოფის იმ ტალღას, რომელიც მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში კურტუასთან გადაღებული ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ აგორდა.

"სოციალური ქსელებიდან დროებით უნდა წავიდე,
ვინაიდან ის, რასაც თქვენ მე მიკეთებთ - ჩვეულებრივი დევნაა. საფეხბურთო ფანები განაწყენებული ბრბოა, პრესაც ძალიან შორს წავიდა.

ვთხოვ მადრიდის "რეალს", თუ ეს შესაძლებელია - უფრო თამამად ითამაშეთ, უფრო ზუსტად ურტყით კარებში, რათა ვიღაცებმა ცუდ შედეგებში ქალი არ დაადანაშაულონ", -  განაცხადა 32 წლის მოდელმა.

მომზადებულია marca.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული