ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ლუის ენრიკესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
მალტასთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, გასამართ შეხვედრაში გუნდს ლუის ენრიკე ვერ უხელმძღვანელებს.

"გვინდა გაუწყოთ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე დღეს საღამოს მალტასთან გასამართ მატჩს ფორსმაჟორული ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება.

ეროვნულ ნაკრებს მისი ასისტენტი რობერ მორენო უხელმძღვანელებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მალტისა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება 26 მარტს, 23:45 წუთზე, "ტა ქალის ეროვნულ სტადიონზე" გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული