კაზემირო: ზინედინ ზიდანი "რეალიდან" არსად წასულა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა კაზემირომ გუნდისთვის ზინედინ ზიდანის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ზიდანი "რეალის" ხატია. არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც მწვრთნელიც. ზიდანმა აჩვენა, რომ ის მწვრთნელზე უფრო მეტია. გუნდისთვის იგი არსად წასულა. ის ჩვენსავით წვალობდა და ამის გამო დაბრუნდა. ზიდანი არ წასულა.

ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით, რომ ის ჩვენთან ერთად არის. ის სიყვარულს ასხივებს. დაბრუნებული ზიდანი ზუსტად ისეთია, როგორიც წასვლამდე იყო.

ზიდანი - გამარჯვების ერთ-ერთი გასაღებია, რაც მან გასულ წლებშიც დაადასტურა. მასთან ერთად ჩვენ გვჯერა, რომ ტიტულებისთვის ვიბრძოლებთ.

მე არ ვარ მხოლოდ ზიდანის
ჯარისკაცი. მე ვარ სოლარის, ლოპეტეგის, ბენიტესის და ანჩელოტის ჯარისკაციც. ასეთია ჩემი ამოცანა - მწვრთნელის ჯარისკაცი ვიყო. მწვრთნელისთვის ყოველთვის მაქსიმალურად დავიხარჯები", - განაცხადა კაზემირომ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული