მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის, ამჟამად კი სტამბოლის "ბეშიქთაშის" მთავარი მწვრთნელის, გუტის განცხადებით, "ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი უფრო ნიჭიერია, "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო კი - უფრო ამბიციური.
"მართალია, ამას წინათ მე ვთქვი, რომ მესისა და რონალდოს შორის მესის ავირჩევდი, მაგრამ მე ძალიან ვაფასებ ყველაფერს, რაც კრიშტიანომ გააკეთა. ის დიდებული ფეხბურთელია.
მესი უფრო ნიჭიერია, კრიშტიანო კი - უფრო ამბიციური, გოლეადორი. მან თავისი თავი თვითონ შექმნა. წარმოუდგენელია, რომ ლიონელ მესის ეპოქაში რონალდომ ხუთი "ოქროს ბურთის" მოგება შეძლო.
მას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა გუნდისთვის, რაც
მადრიდის "რეალშიც" გამოჩნდა. რონალდოს ძალიან ბევრი გოლი გაჰქონდა, განსაკუთრებით, დიდ მატჩებში. "რეალს" რონალდო აშკარად აკლია", - განაცხადა "სამეფო კლუბის" ყოფილმა ფეხბურთელმა.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით