დიეგო სიმეონე: "ბარსელონას" დამარცხება ჩვენთვის ჩემპიონობის უკანასკნელი შანსია

AutoSharing Option
"ატლეტიკო" "ბარსელონას" 8 ქულით ჩამორჩება და 31-ე ტურში "კამპ ნოუზე" შეხვდება. ამ მატჩის წინ კომენტარი სტუმართა გუნდის მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ გააკეთა.

"ჩემი ხელმძღვანელობით "ატლეტიკოს" ჯერ "ბარსელონა" არ დაუმარცხებია. რა თქმა უნდა, ეს მატჩს ინტრიგას მატებს.

"ბარსელონას" დამარცხება ჩვენთვის ჩემპიონობის უკანასკნელი შანსია. თუმცა, რომც მოვიგოთ და შემდეგ დარჩენილი შეხვედრები წავაგოთ, ეს არაფერს არ გვარგებს. მახარებს, რომ "ბარსა" ჩემპიონობისთვის მთავარ მეტოქედ გვთვლის.

მესი? ჩვენ არავისი არ გვეშინია. ლეოს პატივს ვცემთ, მის მიერ შესრულებული საჯარიმოები კი ცალკე საუბრის თემაა".

"ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" მატჩი
6 აპრილს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული