ლეო მესი მეექვსედ გახდა პრიმერას ბომბარდირი და ტელმო სარას რეკორდი გაიმეორა

AutoSharing Option
19 მაისს, ლა ლიგის უკანასკნელ ტურში "ეიბართან" ფრედ დასრულებულ მატჩში (2:2) "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ დუბლი შეასრულა.

მესი 36 გოლით მეექვსედ გახდა პიჩიჩის მფლობელი. მან "ატლეტიკის" ყოფილი ფორვარდის ტელმო სარას რეკორდი გაიმეორა.

ამას გარდა, ის მეოთხედ გახდა ერთდროულად ჩემპიონი და ბომბარდირი და ამ მაჩვენებლით "რეალის" ყოფილ შემტევს, უგო სანჩესს გაუთანაბრდა.

ლეოს შეუძლია კიდევ ერთი რეკორდი დაამყაროს - მეექვსედ "მოიგოს "ოქროს ბუცი" ("იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ ეს პრიზი ოთხჯერ მოიგო). უახლოეს მდევრებს, კილიან მბაპეს (პსჟ) და ფაბიო კვალიარელას (სამპდორია), შესაბამისად, 32 და
26 გოლი აქვთ გატანილი და სეზონში მათ გუნდებს თითო-თითო შეხვედრა დარჩათ ჩასატარებელი.

პირველი ტაიმის დასასრულ, "ბარსას" მცველი ნელსონ სემედუ მეტოქე გუნდის ფეხბურთელ სერხი ენრიჩს შეეჯახა და საავადმყოფოში გადაიყვანეს - მას ტვინის შერყევა აქვს, ბარსელონაში ორშაბათს დაბრუნდება და შესაძლოა, 25 მაისს თასის ფინალში "ვალენსიასთან" ვერ ითამაშოს.

ეიბარი. "მუნისიპალ დე იპურუა". 5 145 მაყურებელი
ეიბარი - ბარსელონა 2:2
გოლები: 1:0 კუკურელა (20), 1:1 მესი (31), 1:2 მესი (32), 2:2 ბლასისი (45)
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემს საყვარელ ფეხბურთელს ლეო მესის! ვუსურვებ, რომ 6-ედ აეღოს ოქროს ბუცი და ოქროს ბურთი! მიუხედავად ჩ.ლ--ს გულდაწყვეტისას, შენ იმსახურებ ამ ტიტულებს! მთელი სეზონის განმავლობაში თავდაუზოგავად ითამაშე და ამიტომ უნდა დაგიფასდეს.
ნონა
10:33 20-05-2019
0
ნონას ყველაფერში გეთანხმები.
luka
15:37 20-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული