გრიზმანს "ბარსაში" პირველ ვარჯიშზე ბურთი ფეხებშორის ორჯერ გაუტარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კატალონიურ გრანდში ახლახან გადასულ ანტუან გრიზმანს ახალი თანაკლუბელები თბილად შეხვდნენ, თუმცა დიდი ხანი ასე არ გაგრძელებულა და "ბარსაში" ჩატარებული პირველივე ვარჯიშის დროს ფრანგ თავდამსხმელს ბურთი ფეხებშორის ორჯერ გაუტარეს.

აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ვიდეოკადრები ინგლისურმა გამოცემა Sun-მა "ტვიტერზე" გაავრცელა.

28 წლის თავდამსხმელს პროფესიონალურ დონეზე მხოლოდ ორ კლუბში უთამაშია - "რეალ სოსიედადსა" და მადრიდის "ატლეტიკოში". ფრანგს ლა ლიგაში 360 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომლებშიც 140 გოლის გატანა მოახერხა.

ასევე, გრიზმანი საფრანგეთის ნაკრების წევრი 2014 წლიდან არის და "მამლების" მაისურით ჩატარებულ 72 მატჩში 29 გოლი
გაიტანა.

alt"ბარსელონა" მომავალი სეზონისთვის დაინომრა - ვინ დაუთმო ნომერი დე იონგს?


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული