"ბარსელონას" ლიდერმა ლიონელ მესიმ, რომელმაც კლუბში დაბრუნების შემდეგ პირველივე ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, გულშემატკივრებს მიმართა.
"მინდოდა გუნდთან ერთად მუშაობა დამეწყო, თუმცა ვარჯიშის დროს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. ცოტა ხანი უქმობა მომიწევს. ყველა თქვენი მესიჯი მივიღე, რომლებიც თქვენს სიყვარულს მაჩვენებს. ყველას გეხვევით", - დაწერა არგენტინელმა თავდამსხმელმა "ფეისბუქზე".
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" აშშ-ის ტურნეში მესის გარეშე გაემგზავრა. 32 წლის ფორვარდმა ტრავმა 5 აგვისტოს მიიღოს.
ესპანური კლუბი აშშ-ში ორ ამხანაგურ მატჩს 8 და 11 აგვისტოს გამართავს.