"ბილბაომ" "ბარსელონა" 38 წლის ადურისის 89-ე წუთზე გატანილი მაკრატელა გოლით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 აგვისტოს, ლა ლიგას პირველ ტურში "ბილბაომ" საკუთარ მოედანზე 1:0 სძლია "ბარსელონას".

მატჩმა ბილბაოში დიდი ინტერესი გამოიწვია და როგორც მოსალოდნელი იყო, სტადიონი პირთამდე გაივსო.

ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად არ ითამაშა პრიმერას საწყის ტურში "ბარსას" ლიდერმა მესიმ, სამაგიეროდ სასტარტოში იყვნენ ახალწვეულები დე იონგი და გრიზმანი. მან ამ შეხვედრაში სამჯერ დაარტყა - ორჯერ მიზანს ააცილა, ერთხელ კი დაუფარეს.

37-ე წუთზე ტრავმა მიიღო "ბარსელონას" თავდამსხმელმა სუარესმა და შეცვალეს, რომელმაც იქამდე ბურთი ძელს გაარტყა. შემდეგ მის ნაცვლად მოედანზე შესული რაფინიას დარტყმული ბურთი ხარიხას
მოხვდა. სახიფათოდ უტევდნენ მასპინძლებიც და მოწოდების სიმაღლეზე იდგა ტერ შტეგენი.

მეორე ტაიმში სტუმრებს ბასკების კარზე იერიში იერიშზე უშედეგოდ მიჰქონდათ, 89-ე წუთზე კი შეცვლაზე შევიდა მასპინძელთა 38 წლის ფორვარდი ადურისი და ბურთთან პირველივე შეხებით გამარჯვების გოლი მაკრატელათი გაიტანა.

მან მესის რეკორდი გაიმეორა - პრიმერას მიჯრით მე-15 სეზონში გაიტანა გოლი.

"ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატზე პირველ ტურში უკანასკნელად 11 წლის წინ დამარცხდა.

ბილბაო. "სან მამესი". 47 693 მაყურებელი
ბილბაო - ბარსელონა 1:0
გოლი: ადურისი (89)

ბილბაო: სიმონი, ე.ლოპესი (ბენიატი 80), კაპა, ბერჩინე, ნუნესი, დე მარკოსი (სანჩეტი 66), რ. გარსია, დ. გარსია, დ.ლოპესი, მუნიაინი, უილიამსი (ადურისი 88)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, პიკე, ლანგლე, სემედუ, რობერტო (პერესი 76), ალენია (რაკიტიჩი 46), დე იონგი, სუარესი (რაფინია 37), დემბელე, გრიზმანი

მკითხველის კომენტარები / 7 /
Jaba-ს რა უნდა გამოეყოს? შევა ლიგა 1.ეს მოგწონს?ელ კლასიკო აღარ იქნება,აღარც კონკურენცია...+ფეხბურთელების შეძენაც გაუჭირდებათ...
კარგით რა
17 აგვისტო 2019 23:20
0
"ბილბაო" ტრადიციულად ეროვნული გუნდია!(უილიამსის დედა ბასკია!) და ამითაა მსოფლიო საკლუბო გუნდებში გამონაკლისი! რაღა შორს მივდივართ-"არარატ-არმენიაში" ორი კაცია სომეხი! აქედან დასკვნა-ფეხბურთმა დაკარგა "ერონული" ხასიათი, ის ფულის შოვნის დახვეწილ ინდუსტრიად იქცა. რატომ ქმნიან მდიდარი ადამიანები გუნდებს? უფრო მეტი ფულის საშოვნელად! გადამწყვეტი თამაშის წინ შინდაგორიძე გაყიდეს, ისიც სიხარულით გაიქცა... ერთადერთი გუნდი, რომელიც საფეხბურთო გლობალიზაციას ავად თუ კარგად "არ ეპუება" ბასკების გუნდია! დიდება და პატივისცემა მათ!!! "ბარსელონაშიც" კატალონიელს ვერ ნახავთ-მგონი პუჟოლის (და არა პუიოლის!) შემდეგ არც ყოლიათ იშვიათი გამონაკლისის გარდა...
შადიმან ბიწაძე
17 აგვისტო 2019 11:32
0
Ես «Բարսելոնայի» երկրպագու եմ, ես ուրախ չեմ «Բարսելոնային» հաղթելու համար, բայց ես հպարտ եմ այն փաստով, որ «Սաբուրթալոն» հաղթեց իմ «Արարատին», և ես հպարտ եմ դրանով և կարող եմ հպարտանալ դրանով:
anton
17 აგვისტო 2019 09:45
11
ველოდები ბარსას ქართველი "გულშემატკივრის" შემდეგი სახის კომენტარებს: "ბასკებთან როგორ წააგეს ამ უსისხლოებმა"?
"თავისზე ძლიერ გუნდთან რო წაეგოთ ვინ რას ეტყოდა"
"გაუქმდეს კატალონიური ფეხბურთი და მოედნებზე ხარები შეუშვან"
"გრიზმანისნაირები რო გეყოლება გუნდში უკეთესს რას უნდა ელოდო" და ა.შ -_-
-_-
17 აგვისტო 2019 01:48
21
რა იყო დაიქცა ქვეყანა? ყველა, რომ ბარსასთან იგიჟებენ თავებს რა ახალი ამბავია? ბარსა არის ყველას მოტივატორი! ან რა შუაშია გრიზმანისნაირი, რომ გეყოლება? რა ცუდი ფეხბურთელია? ესპანეთის ჩემპიონატი ეხლა დაიწყო ისე, რომ წინ ძალიან ბევრი თამაშები გველოდება. იმისი არ იყოს რეალის ახალი დამატებული ფეხბურთელებიც ჯერ ვერ შეეწყვნენ ძირითად ფეხბურთელებს კომბინაციებში და ატყდა უკვე ერთი ამბავი ქომაგების მხრიდან აზარი რათ გვინდოდა და დანარჩენ ახალწვეულებზეც. კარგით რა, რა ტრაგედიებს ქმნით. ვერ ვიტან ისეთ ვითომ გულშემატკივრებს, რომლებიც ერთი თამაშით უკვე ასამარებენ ყველაფერს, ასეთების დევიზია: იგებს გუნდი იფ, აგებს ფუი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ვაი გულშემატკივრებს არ ვეკუთვნი. აბა ველოდები ჩასაფრებულების კომენტარებს.
ბარსას გულშემატკივარი აჰა არ გალოდინე!
17 აგვისტო 2019 11:44
0
და ყველაზე მთავარი გამოცხადდეს კატალონია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ
jaba
17 აგვისტო 2019 10:39
7
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული