ბელგიის ნაკრების მეკარეების მწვრთნელი: კურტუას ალბათ "დე ხეას სინდრომი" აქვს

AutoSharing Option
ბელგიის ნაკრების მეკარეების მწვრთნელმა ერვინ ლემენსმა მადრიდის "რეალის" მეკარეს, ტიბო კურტუას მხარი დაუჭირა.

"ის განსაკუთრებული ბიჭია და ამჟამინდელი მისი თამაში უჩვეულოა კურტუასთვის. ბელგიის ნაკრებში ის მუდმივად მაღალ დონეზე თამაშობს, მაგრამ "რეალში", ალბათ, "დე ხეას სინდრომი" აქვს.

თუ "სანტიაგო ბერნაბეუ" უსტვენს, მაშინ გუნდის თამაში მთლიანად უნდა შეფასდეს. კურტუა შესანიშნავი მეკარეა და ის შეეცდება, "რეალი" გააბედნიეროს", - თქვა ლემენსმა Radio Marca-ს ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული