"ბარსელონას" ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორი ურთიერთობა აქვს თანაგუნდელებთან ლუის სუარესთან და ლიონელ მესისთან.
"ძალიან მორცხვი პიროვნება ვარ და ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება ხშირად ძალიან მიჭირს. მესი და სუარესი ვახშამზე დავპატიჟე, რათა ჩვენ ერთმანეთს უფრო დავახლოებოდით.
ჩემთვის უდიდესი ბედნიერებააა ისეთი ფეხბურთელის გვერდით თამაში, როგორიც ლიონელ მესია. მისი იმედი ყოველთვის შეგიძლია გქონდეს, რადგან ლეოს ერთი მოძრაობით შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა", - აღნიშნა გრიზმანმა.