"ფუენლაბრადასა" და "ჟირონას" მატჩის (0:1) 67-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელი კრისტობალ მარკესი მეტოქის ნახევარმცველ ალექს გრანელთან სახიფათო თამაშისათვის გააძევეს, მაგრამ ვიდეოგამეორების შემდეგ მსაჯმა ისიდრუ დიას დე მერემ წითელი ბარათი ყვითლით შეუცვალა და ფეხბურთელი გასახდელიდან დააბრუნა.
თუმცა, მარკესმა ვერ მოისვენა, გრანელს ჩხუბი დაუწყო და ისევ გააძევეს.