კიკე სეტიენი: მატჩი შეიძლებოდა 8:2 ან 8:3 დასრულებულიყო

AutoSharing Option
ლა ლიგის 22-ე ტურში "ლევანტეს" 2:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა გააკეთა:

"ბევრი რამით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ყველაფრით - არა. მეტოქეს ჩვენს კარში არაერთხელ დარტყმის უფლება მივეცით. პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ. ვფიქრობ, მეტი უნდა გაგვეტანა.

მეორე ტაიმში, ცოტა არ იყოს, კონტროლი დავკარგეთ და სულ ტყუილად გავუშვით გოლი. თუმცა "ბარსამ" გუნდურად კარგად ითამაშა.

ის, რომ მოწინააღმდეგეს ზედმეტის უფლებას ვაძლევთ, მაღელვებს, რადგან იძულებულები ვხდებით, მეტი გავიტანოთ. ბევრი მომენტი გვქონდა, მატჩი შეიძლებოდა 8:2 ან 8:3 დასრულებულიყო.

ფატი ვითარდება, დიდი პოტენციალი
აქვს, ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებს. დუბლი შეასრულა, აგრეთვე გუნდს დაეხმარა და ისტორიული დღე აქვს. დაცვაში მისი ჩამოსვლები მნიშვნელოვანი იყო".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული