
ესპანეთის თასზე "სოსიედადთან" 3:4 დამარცხების შემდეგ კომენტარი "რეალის" მცველმა მარსელომ გააკეთა:
"მატჩის გადარჩენას ვეცადეთ. უბრალოდ, რეაგირება მოვახდინეთ. მეორე ტაიმში ბოლომდე დავიხარჯეთ. სამწუხაროა.
ყველა შეხვედრა განსხვავებულია. არ გვინდოდა გოლების გაშვება, თუმცა ყველაფრის გამორიცხვა შეუძლებელია. 4 ბურთის ამოქაჩვა ძალიან რთულია.
ღრმა შემადგენლობა გვყავს და ყოველთვის უნდა გავიმარჯვოთ. კიდევ ორ ტურნირზე ვმონაწილეობთ და ბოლომდე გასვლას უნდა ვეცადოთ", - ციტირებს მარსელოს El Chiringuito.