სენსაცია! "რეალმა" შეიძლება ზიდანი გაუშვას და ეს მწვრთნელი მოიყვანოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" მოახლოებულ ზაფხულს, შესაძლოა, მწვრთნელი შეიცვალოს. ზიდანის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი არგენტინელი მაურისიო პოჩეტინოა, რომელიც ადრე "ტოტენჰემ ჰოთსპურს" წვრთნიდა.

"რეალის" ხელმძღვანელობამ პოჩეტინოს წარმომადგენლებს სთხოვა, ყველა სახის სიახლე აცნობონ, რაც მის შრომით ხელშეკრულებას დასჭირდება.

The Independent-ის ცნობით, ზიდანზე წნეხი მას შემდეგ გაიზარდა, რაც "მანჩესტერ სიტიმ" "თეთრებს" სახლში 2:1 სძლია. წყარო ასევე აღნიშნავს, რომ გასახდელში დაძაბული ატმოსფეროა. ფრანგ სპეციალისტს უთანხმოება აქვს გუნდის ვეტერანებთან და ასევე, "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ კაცს არანაირი ტიტული არ მოუგია ტოტენჰემში დიდიხნის მუშაობის პერიოდში და არც ტოტენჰემი თამაშობდა მაინცდამაინც გადასარევ ფეხბურთს, ამ ფონზე საკვირველია ის აჟიოტაჟი რაც მის ირგვლივ იქმნება პერიოდულად, ხან რეალს უკავშირებენ, ხან ბარსელონას და ხან კიდევ ვის... ეგეთი მაგარი რომ ყოფილიყო რეალურად, ალბათ ამდენ ხანს უმუშევარი არ იქნებოდა...
????
10:19 05-03-2020
0
ფაქტი: პოჩეტინიომ ტოტენჰემში 2014-2019 წლებში იმუშავა და არანაირი ტიტული არ მოუგია. რაც შეეხება ტოტენჰემს: ალბათ, ყოველთვის იმსახურებდა პოჩეტინიოს ტოტენჰემი გარკვეულ სიმპატიებს მაგრამ მისი მწვრთნელობისას ვერასოდეს გახდა ეს გუნდი გრანდი!
1

სიახლეები პოპულარული