ესპანეთის "ლა ლიგას" გუნდი "ლეგანესის" პრეს-სამსახური ჩემპიონატში შექმნილ ვითარებას იუმორით მიუდგა და ფანებს გუშინ, 14 მარტს, "ვალიადოლიდთან" გაუქმებული მატჩის ტრანსილაცია შესთავაზა.
კლუბის "ტვიტერის" გვერდზე შეხვედრის გამოგონილი ტექსტური ტრანსილაცია მიმდინარეობა. მოგეხსენებათ, მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო.
აღსანიშნავია, რომ "ლეგანესმა" ამ შეხვედრაში, ანგარიშით, 2:1 გაიმარჯვა და ტრანსილაციის დასრულების შემდეგ კლუბმა ყველას სიმამაცე უსურვა და აღნიშნა, რომ ყოველთვის უნდა შევინარჩუნოთ იუმორის გრძნობა.
ამ ნაბიჯს "ვალიადოლიდის" პრეს-სამსახურიც გამოეხმაურა და "ლეგანსეეს" იდიეისთვის მადლობა გადაუხადა, გამარჯვება კი მიულოცა.
მომზადებულია AS-ის მიხედვით