"მარკა" ირწმუნება, რომ "რეალი" ზაფხულში კიდევ ერთხელ შეეცდება ნახევარმცველ გარეთ ბეილის თავიდან მოშორებას.
გამოცემის ცნობით, ეს მომავალი სატრანსფერო ფანჯრისას "რეალის" უმთავრესი ამოცანა იქნება.
"სამეფო კლუბში" მიაჩნიათ, რომ უელსელს თავის გამოსაჩენად საკმარისზე მეტი შანსი მიეცა, მაგრამ ვერ გამოიყენა.
"რეალის" ხელმძღვანელებს ესმით, რომ ბეილის ხელფასის გამო მის შეძენას არავინ მოისურვებს და ოღონდაც მისგან გათავისუფლდნენ და მზად არიან, უფასოდ გაუშვან.
ბეილის "ბლანკოსთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სეზონური გასამრჯელო კი 17 მილიონი ევროა.
მიმდინარე სეზონში ლა ლიგაზე ბეილმა 14 მატჩში 2