მინო რაიოლა: "რეალში" მხოლოდ 1 ფეხბურთელი მყავს; ვეცდები, ვარსკვლავი მივიყვანო

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ მადრიდის "რეალთან" არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარასაც შეეხო.

"მადრიდის "რეალთან" ძალიან კარგი ურთიერთობები მაქვს. ხოსე ანხელს ხშირად ვეკონტაქტები, მიყვარს მასთან ერთად ფეხბურთისა და ფიფას საკითხების განხილვა. მას ძალიან საინტერესო იდეები აქვს. იმედი მაქვს, ერთ დღესაც "რეალში" ვარსკვლავს მივიყვან.

ახლა მადრიდელთა რიგებში მხოლოდ არეოლა მყავს. ესეც ნახევრად ტრანსფერია, რამეთუ იქ იჯარის წესით იმყოფება. მინდა კლუბში ვარსკვლავი მივიყვანო და ამის გაკეთებას ზაფხულში შევეცდები. ასეთი გარიგებით ამაყი ვიქნები და ჩემი ფეხბურთელისთვისაც "რეალში" მოხვედრა საამაყო იქნება, ეს ხომ
დიადი კლუბია", - უთხრა რაიოლამ Marca-ს.

მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისას "რეალის" მთავარი სამიზნე რაიოლას კლიენტებისაგან "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული