სეტიენი: მესისთან უთანხმოება? არ ვიცი, რისი მოსმენა გინდათ...

AutoSharing Option
ჯერ ისევ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა კომენტარი გუნდის კაპიტან ლიონელ მესისთან ურთიერთობასთან დაკავშირებით გააკეთა.

"მესისა და ჩემს ურთიერთობაში არაფერია გართულებული. ყველა ადამიანს საგნების მიმართ საკუთარი შეხედულება აქვს, განსხვავებული მოსაზრების არსებობა ნორმალურია.

არც მე ვყოფილვარ იოლად საურთიერთობო ფეხბურთელი. როცა გარკვეულ შეკითხვებზე სუბიექტური პასუხები აქვს, ის უნდა თქვა. ეს სრულებით ბუნებრივია.

მესისას და ჩემს ასისტენტ სარაბიას შორის განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ეს უბრალოდ ერთი ეპიზოდი იყო. არ ვიცი, ჩემგან რისი მოსმენა გინდათ", - განაცხადა სეტიენმა.

"სელტასთან" ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაში მესიმ ორჯერ
გაუკეთა იგნორი ედერ სარაბიას. მწვრთნელს არგენტინელთან საუბარი უნდოდა, ფეხბურთელი კი მოტრიალდა და წავიდა. ასეთი რამ ლეომ ორჯერ გააკეთა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული