Marca-ს ინფორმაციით "ბარსელონა" სერიოზულად ფიქრობს შემადგენლობის გადახალისებაზე და მიმდინარე საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთბაშად 12 ფეხბურთელის გაყიდვა სურს.
გამოცემის ცნობით გასაყიდთა სიაში შემდეგი 12 ფეხბურთელია: ნეტუ, ნელსონ სემედუ, სამუელ უმტიტი, ხუნიორ ფირპო, ივან რაკიტიჩი, არტურო ვიდალი, მარტინ ბრაიზვაითი, უსმან დემბელე, ჟან კლერ ტოდიბო, კარლეს ალენია, რაფაელ ალკანტარა და ფელიპე კოუტინიო.
გარდა იმისა, რომ "ბარსელონას" ეს წმენდა ფინანსებს მოუტანს, კატალონიური გრანდი თავიდან მოიშორებს იმ ფეხბურთელებს, რომლებისაც კლუბს აღარ სჯერა. ეს ფეხბურთელები არც "ბარსას" ამჟამინდელ მწვრთნელ ენრიკე სეტიენს სჭირდება.