სუარესი: "ბარსელონადან" წასვლას არ ვაპირებ და არავის არაფერი უთქვამს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელ ლუის სუარესის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი მწვრთნელი რონალდ კუმანი გუნდში არ დატოვებს. ამ და "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგაზე განადგურებაზე ურუგვაელმა "ელ პაისთან" ინტერვიუში ისაუბრა.

- "ბარსელონას" ისტორიაში უკვე მესამე ბომბარდირი გახდით. ეს საკმაო არგუმენტია იმისათვის, რათა თანამშრომლობის გაგრძელება შესთავაზოთ მათ, ვინც თვლის, რომ დროა თქვენი წასვლის საკითხი განიხილონ?
- ასახელებენ რამდენიმე სახელს, რომლებიც პრეზიდენტმა მოიხსენია, რომ შესაძლებელია ცვლილებები, მაგრამ ჩემთვის არავის არაფერი არ უთქვამს. თუ კლუბს ასეთი სურვილი აქვს, კარგი იქნებოდა ვინმეს ეს პირა
დად ეთქვა.

"ბარსაში" 6 წელია ვარ და პირდაპირ უნდა მითხრან, რას ფიქრობენ. მე კლუბს მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ და მის რიგებში თამაშის გაგრძელებას ვაპირებ. თუმცა, თუ თვლიან, რომ აღარ ვჭირდები, უპრობლემოდ გავესაუბრები იმას, ვინც გადაწყვეტილებას იღებს.

- გინდათ დარჩენა?
- დიახ. იქამდე, ვიდრე ჩემზე იმედებს ამყარებენ, მსურს იმდენი სარგებელი მოვუტანო, რამდენიც შემიძლია.

- კუმანს უკვე ესაუბრეთ?
- ჯერ არა.

- თუ მიხვდით "ბაიერნთან რა მოხდა?
- ეს ის დღე იყო, როდესაც ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ ხდებოდა. შეძრწუნებულნი ვიყავით და არ ვიცოდით, ყველაფერი როგორ გამოგვესწორებინა. ეს თავის მართლება არ არის. უცნაური წელი იყო და რა თქმა უნდა, ახალმა ფორმატმაც იქონია გავლენა.

"ბაიერნმა" ადაპტირება და უჩვეულო მატჩისათვის გაცილებით უკეთ მომზადება მოახერხა.

- თქვენი წარუმატებლობის მიზეზი "ბაიერნია"?
- "ბაიერნი" ძალიან კარგი გუნდია. ვერასოდეს გავიგებთ, რა მოხდებოდა ორრაუნდიან დუელში. ალბათ, გამოგვაგდებდა, არ ვიცი. ისე, "კამპ ნოუზე" უკეთ ვთამაშობთ, გასვლითი მატჩების ჩატარება კი უფრო გვიჭირს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
არ გავკარი ყველას ვისაც სუას, ალბას, ბუსკეცის გაშვებათ უნდათ? ამათზე კარგს ვის მოიყვანთ? ბართომეუ შენით უნდა დაგეწყო. სუა მიაწექი ამ ბართომეუს ბანდას. ეს კატალონიელი ფანებიც რას გაყუჩებულან ერთი კარგი ობსტრუქცია ვერ უნდა მოუწყონ ამ დამპალ აჩკარიკას?! ეხლა როცა უჭირთ ამ ფეხბურთელებს, აი მანდ უნდათ მხარდაჭერა. სადა ვარ? დედას ვუტირებდი მაგ შაიკას. კუმან ხელი არ ახლოთ ამ ფეხბურთელებს.
barsa mesi
18:50 22-08-2020
4
წადი აიაქსში,ერთი ორად გააძლიერებ,ზიეჩს იდეალურად შეცვლი ლიდერის როლში,მარა ხელფასი?თან დამამცირებელია ასე გუნდიდან გაშვება,არადა აიაქსისთვის იდეალური შენაძენი იქნებოდა
master
17:28 22-08-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული