ფაბიან რუისის გადაბირებას "ბარსელონა" და "რეალი" შეეცდებიან

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველ ფაბიან რუისის აგენტმა მიგელ ალფარომ თავისი კლიენტის შესახებ ისაუბრა.

"ფაბიანის 2021 წელს გადაბირებას "ბარსელონა" და "რეალი" შეეცდებიან. ჩვენ გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობთ, რადგან ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს. სადაც თამაშობდა, ბოლომდე იხარჯებოდა. მისმა კლუბმა ეს იცის.

"ნაპოლიმ" იცის, რასაც ვფიქრობთ. ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მან საუკეთესოდ ითამაშოს", - განაცხადა ალფარომ Calciomercato-სთან ინტერვიუში.

გასულ სეზონში 24 წლის ესპანელმა სერია A-ს 33 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, "ნაპოლისთან" კი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული